FM97.5 / LIVE

განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

მთავარისიახლე, განათლება 05.11.2019
სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის;

განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი დირექტორების რეგისტრაცია ვებგვერდზე – www.efageorgia.ge – 29 ოქტომბრიდან 16 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამ ეტაპიან პროცესს 17 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო წარმართავს. საბჭოში შედიან განათლებისა და მართვის სპეციალისტები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდებიან ფინალისტები, ხოლო მესამე ეტაპზე, 2020 წლის 25 მაისს გამოვლინდება სამი გამარჯვებული – გრანპრის და სპეციალური პრიზის მფლობელები. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. სკოლებს შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.

კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.

„ზოგადი განათლების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს სკოლის დირექტორები წარმოადგენენ. სწორედ ისინი განაპირობებენ და პირდაპირი გავლენა აქვთ, როგორც მასწავლებლების შრომით ნაყოფიერებაზე, ასევე მოსწავლეთა შედეგებზე. შესაბამისად, მათი გაძლიერება და კარგი პრაქტიკების გავრცელება მნიშვნელოვანია სასკოლო განათლების განვითარებისათვის“ – ამბობს გიორგი ჭანტურია, განათლების კოალიციის დირექტორი.

კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. სხვა მხარდამჭერები არიან: „თიბისი“, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media”.

[sknews.ge]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.02.2020 ოპერატორის ვაკანსია ‘სამხრეთის კარიბჭეში’

26.02.2020 აბასთუმნის ფილტვის ცენტრში საკარანტინო მზადყოფნაა

26.02.2020 საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა [პირდაპირი]

26.02.2020 გორელოვკაში ახლად გაკეთებული გარეგანათება დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საჯარო სკოლის დირექტორების მორიგი სერტიფიცირება იწყება
‘ახალი სკოლის მოდელში’ ჩართული სკოლების დირექტორებს მინისტრი შეხვდა
სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე დირექტორებს ტრენინგები უტარდებათ
სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო
გამოცხადდა კონკურსები სკოლის მოსწავლეებისთვის
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო
განათლების სამინისტროს კონკურსში ბორჯომის სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა