FM97.5 / LIVE

ფოტოკონკურსი –' ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა'

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.11.2019
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ტოლერანტობის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე „ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“.

ფოტოკონკურსი –' ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა'

საკონკურსო ფოტო უნდა ასახავდეს საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფის თანაცხოვრებას, ყოველდღიურობასა და ტრადიციებს.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. საკონკურსო ფოტო შესაძლოა გადაღებული იყოს როგორც ფოტოკამერით, ასევე მობილური ტელეფონით. მიიღება შავ-თეთრი და ფერადი ფოტოები. იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ფოტოს მინიმალური რეზოლუცია უნდა იყოს 1920X1080;

ფოტოები მიიღება JPEG ან PNG ფორმატში;
ნამუშევრის საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს ავტორს.

წესების თანახმად, თითოეულ მონაწილეს სამი ფოტოს წარმოდგენა შეუძლია. საკონკურსო მასალების მიღება დაიწყება პირველ ნოემბერს და 13 ნოემბრის ჩათვლით გასტანს. ნამუშევრების გამოგზავნა შესაძლებელია მისამართზე: press@smr.gov.ge. გამოგზავნისას Subject-ში მიუთითეთ ფოტოკონკურსის თემის სახელწოდება. აგრეთვე, სავალდებულოა ფოტოს ავტორის სახელისა და გვარის და საკონტაქტო ნომრის მითითება.

სპეციალურად შერჩეული ჟიური 13 გამარჯვებულ ფოტოს გამოავლენს, რომელთაც სიმბოლური პრიზები 22 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო კვირეულისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე გადაეცემათ. ამავე მიღებაზე გამოიფინება ცამეტივე გამარჯვებულის ნამუშევარი. აღნიშნული ფოტოების გამოყენებით დაიბეჭდება 2020 წლის სამაგიდო კალენდრები.

კონკურსის მხარდამჭერია აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA).

[sknews.ge]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ფოტოკონკურსი - მოქალაქე IN ACTION
შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს
ახალციხის მერია აცხადებს ფოტოკონკურსს -  'ჩემი თვალით დანახული ქალაქი'
ფოტოკონკურსი კომპანია „ანაგისგან“
ფოტოკონკურსი სამცხე–ჯავახეთში – 'ერთი ფოტოს ისტორია'
„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ ახალი პროგრამა დაიწყო
ახალციხის  გამგეობა თავისუფალ თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს