FM97.5 / LIVE

‘თუ სახელმწიფოს უნდა ხალხს მიწები წაართვას, მაშინ ეს ყაჩაღობაა’,–გედევან ფოფხაძე

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.11.2019
ასპინძა–ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბაკურიანის და მიტარბის მოსახლეობას დაპირდა, რომ მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხს პარლამენტში დააყენებს.

‘თუ სახელმწიფოს უნდა ხალხს მიწები წაართვას, მაშინ ეს ყაჩაღობაა’,–გედევან ფოფხაძე

დღეს, ოთხ ნოემბერს ბორჯომის მერიასთან, მიწის დარეგისტრირების მოთხოვნით, აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე შეხვდა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ბაკურიანელებსა და მიტარბელებს კუთვნილი მიწები დაუბრუნდებათ.

„მომავალ სესიაზე, სამშაბათს პოლიტიკური განცხადებების რეჟმს გამოვიყენებ და პარლამენტში პოზიციას დავაფიქსირებ. გავერკვიოთ, თუ სახელმწიფოს უნდა ამ ხალხს, ეს მიწები წაართვას მაშინ ეს ყაჩაღობაა, თუ თავი ვერ მოაბა, რომ მათ მიწები დაუკანონოს მაშინ მინუსია და ესეც სახელმწიფოს არაქმედუნარიანობაზე მეტყველებს. თუ გვაქვს პრეტენზია რომ შემდგარი სახელმწიფოა ამ ადამიანებს ეს მიწები უნდა დაუკანონოს“,– ამბობს გედევანი.

მისი თქმით, დოკუმენტაცია, რომელიც თავის დროზე არსებობდა და ადასტურებდა, რომ ეს მიწები ამ ხალხს ეკუთვნოდა „გაქრა“.

„მაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს დოკუმენტაცია ვიღაცეების ხელში იყო და კორუფციული მიზნით იყენებდნენ. სთავაზობდნენ ამ მეპატრონეებს რომ შენ გამოგიჩენ ამ საბუთს, მაგრამ ეს მიწა უნდა მომყიდო არა საბაზო ღირებულებაში არამედ ათჯერ იაფად. ეს ხალხი ვინც გამოვიდა აქციაზე თავის დროზე ამას არ დათანხმდა“,– ამბობს ფოფხაძე.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებსა და პრობლემებზე ბორჯომის მერიაში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ბაკურიანისა და მიტარბის მოსახლეობამ ბორჯომის მერიასთან აქცია დღეს, ოთხ ნოემბერს გამართა, ადგილობრივები მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვენ.

[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.07.2020 ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

08.07.2020 ადიგენსა და ახალციხეში მინდვრები კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავდა

08.07.2020 საქართველო 5 ქვეყანასთან საზღვარს ხსნის

08.07.2020 მცენარეული ნარჩენის დაწვის შემთხვევაში 1 000 ლარამდე დაჯარიმდებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'სახელმწიფომ დაგვირეგისტრიროს კუთვნილი მიწები'– აქცია ბორჯომის მერიასთან
დაბა ბაკურიანისა და მიტარბის მოსახლეობას აქციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე შეხვდა
ომბუდსმენი მიმართავს მთავრობის წევრებს არ გასხვისხდეს ბაკურიანის სადავო მიწები
ბაკურიანისა და დიდი მიტარბის მოსახლეობა თბილისში საპროტესტო აქციას მართავს
გედევან ფოფხაძე ბორჯომში ახალგაზრდებს შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე ამომრჩეველს შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე ციხისჯვარის, ანდეზიტისა და ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა [R]