FM97.5 / LIVE

თამარაშვილის ქუჩაზე მშენებლობა უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.11.2019
ახალციხეში, სამშენებლო სამუშაოები თამარაშვილის N37–ში მიმდინარეობს. ბინის გვერდით საბავშვო ბაღია, მშენებლობის ადგილი კი შემოღობილი არაა და არც გამაფრთხილებელი ნიშნები დგას.

თამარაშვილის ქუჩაზე მშენებლობა უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]

სამსართულიან ბინაში სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ კორპუსზე მიშენებას, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, საკუთარი რესურსით აკეთებენ.

„ვიცით რომ ბავშვები დადიან და სახიფათოა, მაგრამ მაშინ გზა უნდა გადაიკეტოს მთლიანად, გზას ჩვენ ხომ არ ჩავკეტავთ?!“ - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.

მშენებლობის მხარეს, კორპუსსა და საბავშვო ბაღს შორის ვიწრო ქუჩაა, სამშენებლო ადგილის შემოღობვის შემთხვევაში კი ბინის ეზოში მანქანები ნამდვილად ვეღარ გაივლიან, თუმცა აღნიშნულ ბინამდე მისასვლელელად მეორე გზაც არსებობს.

მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ რომ მშენებლობის ნებართვა ნამდვილად გასცეს, რაც შეეხება უსაფრთხოებას, ამ საკითხს აუცილებლად შეისწავლიან.

„თამარაშვილის ქუჩა N37-ში სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მხრიდან ნებართვა გაცემულია, სადაც მითითებულია რომ სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამშენებლო ნორმების დაცვით. მერიის შესაბამისი სამსახურები არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ და უახლოეს პერიოდში კანონმდებლობის შესაბამისად მოახდენენ რეაგირებას“, - გვითხრეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რომელიც მთავრობამ 2014 წელს დაამტკიცა, ვკითხულობთ, რომ „სამშენებლო მოედანი დასახლებულ ადგილებში და საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ ან მოქმედი საწარმოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს შემოღობილი, რათა სამშენებლო მოედანზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამორიცხული იყოს იქ უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა. შემოღობვა ხალხის მოძრაობის ადგილებში გადახურული უნდა იყოს ისეთი დამცავი საფარით, რომელიც უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას“.



[რობი ზარიძე, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს
‘გაფრთხილების წერილი გავუგზავნეთ’ - მერია თამარაშვილის ქუჩის მშენებლობაზე
მშენებლობა სამშენებლო ნებართვის გარეშე
ადგილობრივები: "სამშენებლო სამუშოების გამო სახლის კედელი ჩამოინგრა"
ავტოსადგური თუ ავტოსადგომი – რა შენდება ყოფილი ღვინის  ქარხნის ტერიტორიაზე
ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახური განცხადებას ავრცელებს
საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]