FM97.5 / LIVE

რას გულისხმობს ახალი ტიპის მასწავლებლების მომზადების პროგრამა

მთავარისიახლე, განათლება 01.11.2019
„მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ“ ახალი ტიპის მასწავლებლების გადამზადება დაიწყო. პროგრამის მიზანია პედაგოგები და მსურველები მომიჯნავე საგნების სწავლებაში დაახელოვნოს.

რას გულისხმობს ახალი ტიპის მასწავლებლების მომზადების პროგრამა

„მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ“ სემინარები ახალციხის მესამე და მეორე საჯარო სკოლებში დღეიდან, პირველი ნოემბრიდან დაიწყო.

შერჩეული მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თითოეულ საგანში ცხრადღიან ტრენინგს გაივლიან. ახალციხის მესამე სკოლაში ტრენინგები ბიოლოგიაში დაიწყო.

„პროგრამა გულისხმობს იმას, რომ მასწავლებლები დახელოვნდნენ მომიჯნავე საგნებში და გაკვეთილების ჩატარება შეძლონ. მაგალითად თუ ბიოლოგიას ასწავლის, ამ პროგრამის გავლის და სერტიფიკატის აღების შემდეგ, შეეძლება მისი მომიჯნავე საგანი ქიმიაც ასწავლოს. ამ შემთხვევაში მასწავლებელს ორი საგნის დიპლომი უნდა ჰქონდეს“, – ამბობს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ–კონსულტანტი მარინა სეხნიაშვილი.

მისივე თქმით, ცხრადღიან ტრენინგში მთლიანი საგნის სწავლა შეუძლებელია: „ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია გავააქტიუროთ მათი წინარე ცოდნა, მითუმეტეს წინასწარ ჩვენ მათ ვუგზავნით საკითხავ მასალას და ე. წ. შებრუნებულ საკლასო ოთახის მეთოდს. აქ მონაწილეები რეგიონის მასშტაბით არიან“.

გარდა ამისა, სეხნიაშვილმა აღნიშნა, რომ კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატი მხოლოდ იმ მონაწილეებს გადაეცემათ, ვისაც ტრენინგებზე 80%–იანი დასწრება ექნება და დავალებებსაც აქტიურად შეასრულებს.

„ასევე, გვაქვს შუალედური საშინაო დავალებები და შესრულების მიხედვით ფასდებიან. ბოლოს გვაქვს 50 ქულიანი შემაჯამებელი ტესტირება. მინიმუმ 25 ქულა მაინც უნდა მიიღონ რომ სერტიფიკატი გადაეცეთ“,– თქვა სეხნიაშვილმა.

განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად დაარსდება „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“, რომელიც წლის ბოლომდე 2 000-მდე მასწავლებლობის მსურველს მოამზადებს.

პროგრამის მონაწილეები მომზადების კურსს მომიჯნავე საგნებში გაივლიან. შედეგად, ერთი ადამიანი შეძლებს სკოლაში რამდენიმე საგანი ასწავლოს (ფიზიკა, მათემატიკა, ICT), ან (ბიოლოგია და ქიმია), (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება), (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/მუსიკა), განათლების დაწყებითი საფეხური (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება).

მსმენელები მომზადდებიან ასევე ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში (სპორტი).

პროგრამის ამოქმედების შემდგომ, მაღალმთიან და მცირეკონტიგენტიან სოფლის სკოლებში აღმოიფხვრება მასწავლებლების დეფიციტი, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა.

პროგრამის მონაწილეები წინასწარ გაეცნობიან შესაძლო ვაკანტურ ადგილებს იმ სკოლებში, სადაც მასწავლებელთა დეფიციტია. ეს კი მათი დასაქმების შანსს ზრდის.

კურსდამთავრებულები სკოლებში მაძიებლის სტატუსით შევლენ, ჩაერთვებიან სპეციალურ პროგრამაში, რაც მათ საშუალებას მისცემს სწავლების პარალელურად გაიარონ დისტანციური კურსი და გახდნენ უფროსი მასწავლებლები. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებამდე სამინისტრო მათ სპეციალურ სახელფასო დანამატს დაუწესებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'მასწავლებლის ეროვნული სკოლა' ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს
მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო
საფეური: ახალი ტიპის მასწავლებლების გადამზადების პროგრამა [აუდიო]

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება
პროგრამა 'ასწავლე საქართველოსთვის' კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს
პროგრამის ‘ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის ტრენინგები დაიწყო