FM97.5 / LIVE

მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 01.11.2019
16 წელია სოფელ წნისში რკინიგზის დაცულ გადასასვლელს დარაჯობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე მატარებლები იშვიათად დადიან, თავისუფალი დრო მაინც არ აქვს, ამოწმებს ლიანდაგებს და ოცნებობს იმ დროზე, როდესაც ვალე–თბილისის მიმართულებით მატარებლები ისევ აქტიურად ივლიან.

მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

62 წლის გიზო დევაძე, სოფელ წნისთან სალიანდაგო გზის დაცულ გადასასვლელს 16 წელია დარაჯობს. სამ დღეში ერთხელ, 12 საათი მორიგეობს. ზოგჯერ ღამით სამსახურში რჩება, რადგან კაბინა, რომელიც სალიანდაგო გადასასვლელთან დგას, არ უნდა დაიკეტოს.

სამსახურში 07:00 საათზე მიდის, ცვლას იბარებს, შემდეგ კი რელსების შემოწმებას იწყებს. სპეციალური ხელსაწყოებით ლიანდაგების სიმყარეს სინჯავს და ამაგრებს.

„დაახლოებით 50 მეტრზე უნდა დავათვალიერო და შევაკეთო ლიანდაგი, იმისათვის რომ მატარებელმა მყარად გაიაროს. დანარჩენს რკინიგზის სხვა თანამშრომლები ხედავენ“, - გვეუბნება გიზო.

რელსების შემოწმების შემდეგ, კაბინაში ბრუნდება და ტელეფონს დარაჯობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე მატარებელი იშვიათად დადის, მაინც ყურადღებით უნდა იყოს. მოახლოებული მატარებლის შესახებ გიზოს უახლოესი სადგურიდან ატყობინებენ.

„განრიგის გარეშე დადის მატარებელი, როდის გამოჩნდება ან როდის დარეკავენ კაცმა არ იცის. ხან დღეში ორჯერ მოდის, ხან სამი დღე არ გამოჩნდება. აქ ძირითადად სატვირთო მატარებლები არიან, ხან ნავთობი გადააქვთ, ხან ტრანსპორტი, ხან ჯარის ტექნიკა“, - ამბობს გიზო.

გიზო გვეუბნება, რომ როცა მატარებელი არ ჩანს, თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობს, ხან რადიოს უსმენს, კაბინაში სხვა საინფორმაციო წყარო არ აქვს.

რკინიგზის მორიგეს პატარა ოთახი ტელეფონით, გადამცემით, ფანარით, წითელი და ყვითელი დროშებით არის აღჭურვილი. აქვეა სამედიცინო კარადაც, სადაც პირველადი დახმარების მედიკამენტები ინახება - „მუდმივად აქ ვართ მორიგეები და საჭიროა ეს კარადა, რაიცი რა ხდება. აქ ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს და საჭიროა. დროშებს იშვიათად მაგრამ ვიყენებთ ხოლმე, მაგალითად ყვითელს, ამით მოძრაობას ვარეგულირებ“.

პატარა ოთახში სტალინის ფოტოც აქვთ, ამბობს, რომ წლების წინ ეს ფოტო ყოფილმა თანამშრომელმა დაკიდა: „როგორც ჩანს უყვარდა სტალინი და ახლაც აქ არის, არ ვხსნით“.

გიზო დევაძე რკინიგზაში სამუშაოდ 2003 წელს მივიდა, ამბობს, რომ მაშინ ვალე-თბილისის მატარებელიც დადიოდა და შედარებით, მუშაობის აქტიური რეჟიმი ჰქონდა. 2010 წლიდან სამგზავრო მატარებელი გაუქმდა და ახლა ეს ლიანდაგები, მხოლოდ სატვირთო მატარებლის გზად იქცა.

გიზო ბუღალტერია, გარკვეული პერიოდი თავისი პროფესიითაც იმუშავა, თუმცა ამ საქმეში თავის თავი ვეღარ დაინახა და გადაწყვიტა რკინიგზაში ეცადა ბედი - „მე თვითონ წნისიდან ვარ, სახლი აქვე მაქვს და ვმუშაობ. ძალიან შემიყვარდა ჩემი საქმე და აქ იმიტომ ვარ. ვფიქრობ რომ ამ გზითაც ვემსახურები საქართველოს“.



მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

[ლუბა გიორგაძე, ზურა სულაბერიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ლიანდაგი მატარებლის გარეშე
ლარები, დასახლება ექვსი კომლით [Photos]
მორიკონეს კონცერტისთვის მატარებლის დამატებითი რეისი დაინიშნა [R]
საქართველოს რკინიგზის განცხადება [R]
ბორჯომსა და ბაკურიანს განახლებული მატარებელი მოემსახურება
ყარსი–ახალქალაქის რკინიგზაზე სატესტო მატარებელი გაივლის
საქართველოს რკინიგზის განცხადება [R]