FM97.5 / LIVE

ჰელოუინი ახალციხეში [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.11.2019
31 ოქტომბერს ახალციხეში სახეშეღებილი ბავშვების და მოზარდების რამდენიმე ჯგუფი დადიოდა. კარზე მორიდებულად აკაკუნებდნენ და რამდენიმე დაზეპირებული ფრაზით მასპინძელს აგებინებდნენ, რომ ჰელოუინის დღესასწაული იყო.

ჰელოუინი ახალციხეში [ფოტო]

ჰელოუინის გმირი ახალციხელი ბავშვების შესახებ, სოციალურ ქსელში სხვადასხვა მოსაზრება დაფიქსირდა. ზოგი მიიჩნევს, რომ ისინი ქართულ ღირებულებებს შეურაცხყოფენ და არასწორად იქცევიან, ზოგისთვის კი შეღებილი ბავშვების სტუმრობა ერთგვარი გართობის პროცესია.

თავად მოზარდები ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ და არც ჰელოუინის მნიშვნელობის სიღრმეებზე მსჯელობენ. მათ იციან, რომ თანამედროვე სამყაროში ჰელოუინი მხოლოდ საკარნავალო ელემენტებით მორთვას და გართობას გულისხმობს.

„პირველად ვართ და საკმაოდ ბევრი ტკბილეული შევაგროვეთ“, - ამბობს ერთ-ერთი მონაწილე, მას შემდეგ, რაც პატარა ჩანთაში მიწოდებული ნუგბარს აწყობს.

ჰელოუინის წარმოშობის შესახებ ერთიანი აზრი არ არსებობს. მიიჩნევენ, რომ დღესასწაული სათავეს იღებს ძველი კელტების ტრადიციებიდან.

კელტების ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ ახლანდელი ირლანდიის, ინგლისისა და ჩრდილო საფრანგეთის ტერიტორიაზე, წელიწადს ყოფდნენ ორ ნაწილად: ზამთარი და ზაფხული. 31 ოქტომბერი მათთვის წლის ბოლო დღე იყო. ეს დღე აგრეთვე აღნიშნავდა მოსავლის აღების დამთავრებას და გადასვლას ახალ, ზამთრის დროში. სოუინი, სიკვდილის განმგებელი ღმერთი იყო, რომლის სახელიც შესაძლოა ნიშნავდეს „ზაფხულის დასასრულს" - აქედანაა დღესასწაულის სახელწოდებაც. ამ დღეს მათ წარმოდგენაში ზღვარი იმქვეყნიურსა და ამქვეყნიურს შორის თხელდებოდა. სამაინი აძლევდა უფლებას ათასგვარ ზებუნებრივ არსებასა და მიცვალებულებს შემოსულიყვნენ წუთისოფელში და დაესაჯათ ისინი, ვინც მათ სიცოცხლეში მიაყენა ზიანი.

სწორედ ამ ტრადიციამ დაუდო სათავე სამაინის კოსტუმირებას, რომლის მიზანიც, არა ბოროტი სულების თაყვანისცემა, არამედ მათი შეშინება და მოტყუება იყო. სოუინის დადგომისას, დრუიდები - კელტი ქურუმები ანთებდნენ კოცონს, სულების დასაფრთხობად.

გავრცელებულია აზრი, თითქოს ჰელოუინი გარკვეულ ქრისტიანულ კონფესიებს ეკუთვნის, თუმცა დღეს იგი რაიმე სახის რელიგიური შინაარსისგან დაცლილია და არცერთ კონფესიაში, როგორც რელიგიური დღესასწაული არ აღინიშნება.

ჰელოუინი ისეთივე წარმართული საფუძველის მქონე დღესასწაულია, როგორიც საქართველოში ჭიაკოკონობა (იგი ეშმაკების, დემონების განსადევნად ცეცხლზე გადახტომას გულისხმობს) და ბერიკაობა (თეატრალურ-იმპროვიზებული წარმოდგენა).

ჰელოუინი ახალციხეში [ფოტო]

ჰელოუინი ახალციხეში [ფოტო]

ჰელოუინი ახალციხეში [ფოტო]

[თაკო ფექირიშვილი, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ჰელოუინს აღნიშნავენ
ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ‘ტერენდეზის’ დღესასწაული იზეიმა [ფოტო]
ვალეში 'ბერიკაობა' გაიმართა
ახალქალაქში ტერენდეზის დღესასწაული იზეიმეს
„ბერიკაობა“ ვალეში [Video]
ახალციხის მერიამ აუტიზმის დღე ‘მწვანე სახლში’ აღნიშნა
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს ვარდავარი აღნიშნა