FM97.5 / LIVE

'მასწავლებლის ეროვნული სკოლა' ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს

მთავარისიახლე, განათლება 01.11.2019
დღეს, პირველ ნოემბერს ახალციხის მეორე და მესამე სკოლებში „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ იწყებს ფუნქციონირებას, რომელიც ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს.

'მასწავლებლის ეროვნული სკოლა' ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს

განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად დაარსდება „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“, რომელიც წლის ბოლომდე 2 000-მდე მასწავლებლობის მსურველს მოამზადებს.

პროგრამის მონაწილეები მომზადების კურსს მომიჯნავე საგნებში გაივლიან. შედეგად, ერთი ადამიანი შეძლებს სკოლაში რამდენიმე საგანი ასწავლოს (ფიზიკა, მათემატიკა, ICT), ან (ბიოლოგია და ქიმია), (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება), (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/მუსიკა), განათლების დაწყებითი საფეხური (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება).

მსმენელები მომზადდებიან ასევე ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში (სპორტი).

პროგრამის ამოქმედების შემდგომ, მაღალმთიან და მცირეკონტიგენტიან სოფლის სკოლებში აღმოიფხვრება მასწავლებლების დეფიციტი, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა.

პროგრამის მონაწილეები წინასწარ გაეცნობიან შესაძლო ვაკანტურ ადგილებს იმ სკოლებში, სადაც მასწავლებელთა დეფიციტია. ეს კი მათი დასაქმების შანსს ზრდის.

კურსდამთავრებულები სკოლებში მაძიებლის სტატუსით შევლენ, ჩაერთვებიან სპეციალურ პროგრამაში, რაც მათ საშუალებას მისცემს სწავლების პარალელურად გაიარონ დისტანციური კურსი და გახდნენ უფროსი მასწავლებლები. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებამდე სამინისტრო მათ სპეციალურ სახელფასო დანამატს დაუწესებს.

მსმენელთა ხელმისაწვდომობის მიზნით, ლექციები ჩატარდება რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლის ბაზაზე კვირაში სამჯერ (პარასკევი, შაბათი, კვირა). სასწავლო კურსს გაუძღვებიან კვალიფიციური ტრენერები. თითოეული საგნობრივი კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მეთვალყურეობით.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რას გულისხმობს ახალი ტიპის მასწავლებლების მომზადების პროგრამა
მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო
როგორ უნდა დასაქმდნენ  'მასწავლებლის ეროვნული სკოლის მონაწილეები'
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება
პროგრამაზე 'ასწავლე საქართველოსთვის' შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია