FM97.5 / LIVE

რატომ ვერ შეარჩიეს ახალციხის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.11.2019
ახალციხის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურში ექვს პოზიციაზე ვაკანსია იყო გამოცხადებული. ახალციხის მერი ამბობს, რომ თანაშრომლების შერჩევა გაუჭირდათ, რადგან შესაბამისი კადრების ნაკლებობაა.

რატომ ვერ შეარჩიეს ახალციხის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურში ექვს პოზიციაზე სულ 70 განაცხადი შევიდა. შემდეგ ეტაპზე კი 12 მათგანი გადავიდა.

ვაკანსიების მიხედვით განაცხადები ასე გადანაწილდა:

რატომ ვერ შეარჩიეს ახალციხის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები

როგორც ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძე ამბობს, კვალიფიციური თანამშრომლების შერჩევა პრობლემას წარმოადგენს, რადგან სპეციალისტები ძირითადად კერძო სტრუქტურაში მუშაობენ: „მუნიცპალიტეტში ვაკანსიები გვაქვს ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურში. ახლაც გამოვაცხადეთ კონკურსი და ისევ ვაკანტური რჩება. იმიტომ, რომ აღმშენებლობაა ქვეყანაში და თითოეულ კუთხეში მშენებლობა მიდის. მშენებელი, მუშა, რიგითი მუშა რომ ნახო დღეს, ფიზიკურად ვერ შოულობ. ყველა მშენებელს უჭირს მოიძიოს რიგითი მუშა, კვალიფიკაციურ მუშაზე აღარ არის ლაპარაკი. თუმცა ერთ შემთხვევაში თუ იტყვი უმუშევრობაა. მშენებელი იხდის 35-40 ლარს და მუშას ვერ შოულობს“, - ამბობს ზაზა მელიქიძე.

როდის გაიმართება ახალციხის მერიაში საჯარო პირთა შესარჩევი კონკურსის შემდეგი ეტაპი, ამ ეტაპზე უცნობია.
სექტემბერში თვითმმართველობამ ვაკანსია 10 პოზიციაზე გამოაცხადა. მათგან ექვსი ინფრასტრუქტურის სამსახურს ეხებოდა. დანარჩენი ოთხის დასახელება კი ასეთია:

- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;
- აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ასისტენტი;
- პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების საკითხებში;
- პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში.

კითხვაზე თუ რამდენი განაცხადი შევიდა კონკრეტულად ამ ოთხ პოზიციაზე, თვითმმართველობაში „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებენ, რომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა
ახალციხის მერიაში 17 პოზიციის დაკავება 80 კონკურსანტს სურს
ახალციხის გამგეობაში 23 ადგილისთვის 567 განაცხადი შევიდა
ახალციხის მერიაში 17 კონკურსანტის  შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს
ახალციხის მერია 13 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
ახალციხის გამგეობა 25 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
ახალქალაქის და ადიგენის მერიებში თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა