FM97.5 / LIVE

პოლიციელებსა და არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის

მთავარისიახლე, შემთხვევა 31.10.2019
ახალციხის ციხეზე ჩხუბის დროს დაშავებული არასრულწლოვნის მამა ამბობს, რომ მის შვილს პოლიციელმა სახეში თავი ჩაარტყა. საქმეში სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთო.

პოლიციელებსა და არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის

„ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ ამ საქმის შესწავლა“,– გვითხრეს სახალხო დამცველის აპარატში.

ახალციხეში, 19 ოქტომბერს რესტორან „რაბათის“ მიმდებარედ, სკოლის მოსწავლეებსა და სამართალდამცავებს შორის დაწყებული შეკამათება, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა, სახეში დაზიანებები მიიღო ერთმა არასრულწლოვანმაც.

დაშავებული მეათე კლასელის მამა ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ რესტორნის წინ მყოფ მის შვილს პოლიციელმა თავი სახეში ჩაარტყა. რატომ დაიწყო ჩხუბი ეს მისთვის უცნობია.

„როგორც ჩემმა შვილმა მითხრა, ორ მეგობართან ერთად რესტორნის წინ იდგა და ლაპარაკობდა. მეგობრები საუბრობდნენ იმის შესახებ თუ როგორ კარგად ატარებდნენ დროს. მერე მივიდა ერთი პოლიციელი და თავი ცხვირში ჩაარტყა. შემდეგ ჩემი შვილი სისხლის მოსაბანად საპირფარეშოში მეგობარმა შეიყვანა. ვიყავით დაკითხვაზეც და ჩაუტარდა ექსპერტიზაც. მეტი არაფერი ვიცი, ჩემი შვილი სხვას არაფერს მეუბნება“,– ამბობს 15 წლის ბიჭის მამა.

„სამხრეთის კარიბჭე“ ინციდენტში მონაწილე ერთ–ერთი პოლიციელის მამას დაუკავშირდა: „ჩემი შვილი ქალაქში ცხოვრობს. თუ შევძელი და დავუკავშირდი გადავცემ, რომ დარეკეთ“.

19 ოქტომბერს მომხდარი ჩხუბის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეზე პოლიციელებმა და ახლგაზრდებმა იჩხუბეს
'ოცნების' დეპუტატის შვილთან მომხდარი ჩხუბის გამო პოლიციელმა სამსახური დატოვა
‘ძირს ეგდო და სისხლის გუბე იყო გარშემო’ – ახალციხეში 27 წლის კაცს სცემეს
‘ორივე ხელი მოტეხეს,  საოპერაციოა’ – ახალციხეში  დაპირისპირებისას ორი ახალგაზრდა დაშავდა
ახალციხეში  ფიზიკური დაპირისპირების შედეგად  17 წლის ბიჭი  დაშავდა
ახალციხეში 27 წლის კაცის ცემის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
პროკურატურამ პასუხისგებაში ენზელ მკოიანის ძმა და შვილი მისცა