FM97.5 / LIVE

ახალციხეში ხალხური სიმღერის შემსწავლელი სალოტბარო სკოლა გაიხსნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.10.2019
ახალციხის სამუსიკო სკოლაში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სალოტბარო სკოლას გახსნის. ამისათვის ცენტრს ახალციხის თვითმმართველობამ ფართი უსასყიდლოდ გადასცა. ხალხური სიმღერის შესწავლას მუსიკალურ სკოლაში სამი ოთახი დაეთმობა.

ახალციხეში ხალხური სიმღერის შემსწავლელი სალოტბარო სკოლა გაიხსნება

ახალციხის მუნციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფარნავაზ მეფის N2-ში არსებული შენობა (მუსიკალური სკოლა) ა(ა) იპ „ახალციხის სამუსიკო სკოლას“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო სარგებლობის ფორმით - უზუფრუქტით გადაეცემა, შენობის სამი ოთახი კი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს დაეთმობა სალოტბარო სკოლის გახსნისთვის.

„განკარგულება გულისხმობს, რომ შენობა, გარდა სამი კონკრეტული ოთახისა გადაეცეს სამუსიკო სკოლას, ხოლო ის კონკრეტული სამი ოთახი, რომელიც ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად შეირჩა ადგილზე, სარგებლობის უფლებით გადაეცეს ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ახალციხის მერიის ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელმა ილია ზარდიაშვილმა.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, სალოტბარო სკოლაში ადგილობრივი ახალგაზრდები უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერას, ტრადიციულ გალობას, ქორეოგრაფიას და ხალხურ საკრავებს.

ცენტრი საკუთარ წარმომადგენლობებს 2014 წლიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალურ ერთეულებში ხსნის. ამ ეტაპზე, 23 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 800-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება.

„2019 წლის გაზაფხულზე, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მხარი დაუჭირა სალოტბარო სკოლების განვითარებას საქართველოში და გამოთქვა ინიციატივა მიმდინარე წელს ექვსი ახალი სალოტბარო სკოლის გახსნის, მათ შორის, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში. სამცხე-ჯავახეთი გამორჩეული მხარეა თავისი მრავალფეროვნებით, ტრადიციული კულტურით და მნიშვნელოვანია ეს უნიკალური საგანძური შევუნარჩუნოთ ქვეყანას და გადავცეთ მომავალ თაობებს“, - ნათქვამია ფოლკლორის ეროვნული ცენტრის წერილში.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, ახალციხეში სალოტბარო ცენტრის გახსნის ინიციატივა ხალხური სიმღერების შემსრულებელსა და შემკრებს, ანზორ ერქომაიშვილს ეკუთვნის. „უკვე დიდი ხანია ამას ითხოვდა ერქომაიშვილი, რომ ქართული სიმღერის შესწავლის მიზნით, გახსნილიყო სკოლა. ახალგარზდებსა და ბავშვებს აღზრდა უნდათ და მათთვის ითხოვდა ფართის გამონახვას“, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის სალოტბარო სკოლის საანგარიშო მოსმენა-კონცერტი
სამცხე–ჯავახეთი 'საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს' უმასპინძლებს
ანსამბლი 'იალონი' ბორჯომს ესტუმრება
ახალციხეში სამი სამუსიკო სკოლა ერთ ააიპ–ად გაერთიანდა
ვინ მიიღებს სამცხე–ჯავახეთიდან მონაწილეობას ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე
პატრიარქი: პრემიერს ვთხოვე, საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა
ავარიული სამუსიკო სკოლა დროებით შენობას შეიცვლის