FM97.5 / LIVE

‘ახალციხის მერი უნდობლობას იწვევს’ - დეპუტატმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.10.2019
ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე თამარ გოგოლაძემ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ახალციხის მერს ზაზა მელიქიძეს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს, იმ დრომდე, სანამ მის მიმართ დაწყებული გამოძიება არ დასრულდება.

‘ახალციხის მერი უნდობლობას იწვევს’ - დეპუტატმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა

დღეს, 29 ოქტომბერს, თამარ გოგოლაძემ სხდომათა დარბაზი იქამდე დატოვა, სანამ საკრებულოს სხდომა დაიწყებოდა. პროტესტის შესახებ მან განცხადებაც გააკეთა და ყურადღება ორ საკითხზე გაამახვილა.

„ქართული ოცნება-მწვანეების“ ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ მას, როგორ მაკონტროლებელი ორგანოს წევრს, არ აქვს სურვილი საკრებულოს კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს, რადგან ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას უფლება-მოსილება შეჩერებული უნდა ქონდეს: „რამდენიმეჯერ განვაცხადე, რომ აქ ბიუჯეტის თანხებთან გვაქვს საქმე. როდესაც ბიუჯეტი გამოიყენება პირადი სარგებლობისთვის, თუნდაც ოჯახური ნაცნობობისთვის, ეს უკვე არის ფლანგვა. სანამ ეს გაირკვევა ბოლომდე, ბუნებრივია ის [ზაზა მელიქიძე] უფლებამოსილებას არ უნდა ასრულებდეს. ამიტომ მის მიერ მართული სამსახურების მიერ შემუშავებული საკითხების განხილვა ჩემთვის უნდობლობას იწვევას. ეს არის ჩემი პროტესტიც“, - განმარტავს თამარ გოგოლაძე.

მეორე საკითხი, რაზეც თამარ გოგოლაძემ სხდომის დაწყებამდე ყურადღება გაამახვილა, საკრებულოს წევრების მიერ საწვავით სარგებლობის წესი იყო. გოგოლაძე ამბობს, რომ კანონის მიხედვით, საწვავის ხარჯი უნაზღაურდება ყველა წევრს, გარდა თანამდებობის პირებისა.

ამის მტკიცებულებად მას N28 განკარგულება, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლი და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მოჰყავს.

„არ მაქვს მართვის მოწმობა, არ მყავს მანქანა, ვინ მათხოვებს მანქანას? მაშინ მთხოვენ 100 ლიტრა მომეციო, როგორ უნდა ვაჩვენო ეს? რა ხარჯებში? კანონში გარკვევით წერია, რომ საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების ხარჯი უნაზღაურდებათ, გარდა თანამდებობის პირებისა. დანარჩენ სხვა დისკრიმინაციულ მომენტებზე აღარ ვსაუბრობ“, - ამბობს თამარ გოგოლაძე.

დეპუტატის პროტესტს უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკრებულოს თავმჯდომარე. გელა ნოზაძის თქმით, საკრებულოს უკანონო არაფერი გაუკეთებია: „რომელ დისკრიმინაციაზეა საუბარი, დისკრიმინაციას ის უძახის იმას, რომ მანქანა არ ჰყავს, შეძლება არ აქვს და საწვავი ვერ მიიღო, ეს არის დისკრიმინაცია? მძღოლი არავის ემსახურება, საკრებულოს თავმჯდომარე ვარ და მე არ მყავს მძღოლი. დეპუტატების უმრავლესობამ, ვინც მიიღო ეს საწვავი და სარგებლობს, ზოგს მინდობლილობით ჰყავს მანქანა, ვიღაცისა და თვითონ სარგებლობენ“.

საკრებულოს თავმჯდომარე ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს, ასე პასუხობს: „მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ აღძრულა და ასეც რომ ყოფილიყო, თვითონაც მოახერხებდა გადადგომას, თამარის შეხსენება არ სჭირდება“.
საკრებულოს წევრ, თამარ გოგოლაძეს მხრიდან ეს სხდომის დატოვების მეორე შემთხვევაა. ამ ფორმით მან პროტესტი მაისშიც გამოხატა. მაშინაც პროტესტი ახალციხის მერის მისამართით ჰქონდა. იგი ახალციხის მერიაში აუდიტის შესვლას ითხოვდა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დეპუტატი თამარ გოგოლაძე ახალციხის მერიაში აუდიტის შესვლას ითხოვს
უმცირესობამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს
როდის აირჩევენ ახალციხის  საკრებულოს თავმჯდომარეს
‘ენმ’–ს პროტესტი – დეპუტატებმა ახალციხის თემში მიმდინარე საკრებულოს სხდომა დაწყებამდე დატოვეს
ქალაქ ახალციხის საკრებულოში ჩაშლილი სხდომა განახლდა
‘ნაციონალების’ დეპუტატის პროტესტი საკრებულოს სხდომებს