FM97.5 / LIVE

‘მარტო ტელევიზორში გვინახავს' - ასპინძელები გედევან ფოფხაძეზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.10.2019
ასპინძაში, ამბობენ, რომ მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, მათთან შეხვედრებზე არ დადის და არც ადგილობრივების პრობლემების მოგვარებას ცდილობს. ფოფხაძე მოსახლეობასთან ურთიერთობის შეწყვეტას უმრავლესობიდან წასვლით ხსნის.

‘მარტო ტელევიზორში გვინახავს' - ასპინძელები გედევან ფოფხაძეზე

კითხვაზე იცნობთ თუ არა ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივებს, პასუხის გაცემა უჭირთ. რამდენიმე წუთის შემდეგ კი გვეუბნებიან, რომ გედევან ფოფხაძეა, თუმცა მხოლოდ ტელევიზორში უნახავთ.

„ტელევიზორში მყავს ნანახი, ხშირად გამოდის და ვიცი რომ ჩვენი დეპუტატია, მაგრამ მე პირადად შეხვედრილი არ ვარ და არც რაიმე პრობლემაზე მისაუბრია მასთან“,-გვეუბნება სოფელ აწყვიტის მკვიდრი გიორგი ხიზაძე.

ადგილობრივების ნაწილს გედევან ფოფხაძესთან შეხვედრა მხოლოდ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს ახსოვთ, თუმცა ამბობენ, რომ კონკრეტული დაპირება არ მიუღიათ: „ვიცი, რომ ბორჯომელი კაცია, აქ შეხვედრაზე ბესელიასთან ერთად იყო მოსული, მერე აღარ მინახავს, შეიძლება იყო მაგრამ მე არ მახსოვს“.

არჩევნების შემდეგ, გედევან ფოფხაძე შეხვედრაზე არ ახსოვთ, არც სოფელ ზველში: „არჩევნების დროს იყო, გაიარა, გამოიარა“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დეპუტატისგან დაპირებაც მიიღეს, რომ სოფელში გაზს გაუყვანდა, თუმცა არ შეუსრულებია.

„გაზი სოფლის მიმდებარედ გადის და გვითხრა სოფელშიც გაზიფიცირება იქნებაო მაგრამ, ისევ არ არის. ამაზე ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს იყო ლაპარაკი, ახლა სააკაშვილის ხსენება სად არის, მაგრამ ისევ არ გაკეთებულა“ ,- ამბობს ადგილობრივი გენადი ზედგინიძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი პრობლემის შესახებ ფოფხაძის მიერ არც პარლამენტში დაყენებული რომელიმე საკითხი ახსოვთ.
გედევან ფოფხაძე ბოლო პერიოდში არათუ ხალხთან, არც ასპინძის ბიუროში გამოჩენილა. ამ დროისათვის ბიუროში მხოლოდ ორი თანამშრომელი მუშაობს. მათი თქმით, ადგილობრივებს საჭიროების შემთხვევაში თავად იღებენ და მათი პრობლემის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარს უგზავნიან.

„დეპუტატს მოსახლეობასთან შეხვედრების საკითხზე, თავად დაურეკეთ და გეტყვით ყველაფერს. ჩვენ კი მოსახლეობას აქ ვიღებთ და მათ პრობლემებს ვისმენთ“, - გვეუბნება გედევან ფოფხაძის ბიუროს წარმომადგენელი ასპინძაში თეონა ბერიძე.

ბოლო პერიოდში რომ არც ასპინძაში ჩამოსულა და არც მოსახლეობას შეხვედრია, ამას თავად გედევან ფოფხაძეც გვიდასტურებს.

ფოფხაძის თქმით, პასიურობის მიზეზი უმრავლესობიდან წასვლაა. ამავე დროს, დეპუტატი მაჟორიტარის როლის გაუფასურებაზე საუბრობს.

„უმრავლესობიდან წამოსვლის შემდეგ მე საერთოდ აქტიურად არც ვცდილობ შევხვდე ამომრჩეველს და მქონდეს რაიმე კომუნიკაცია, იმიტომ რომ ამას შეიძლება პრობლემები მოყვეს, რადგან ღიზიანდებიან ვიღაცეები ჩემი აქტიურობით. თავის დროზე ცაბაძესთან [ასპინძის ყოფილი მერი ს.კ] მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა და ასპინძის პრობლემებს მასთან ერთად გავდიოდი, თუმცა ახლა უმცირესობაში ვარ და მესმის რომ მუნიციპალიტეტები ჩემთან არ ითანამშრომლებენ და ამ მხრივ აქტიურობას აზრი არ აქვს“,-გვეუბნება ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე.

გედევან ფოფხაძე, ამბობს რომ შეხვედრები ასპინძის მსგავსად, არც ბორჯომში გაუმართავს, შესაბამისად ბიუროებსაც იშვიათად სტუმრობს. დეპუტატის თქმით, 2020 წლამდე ვიდრე მაჟორიტარობის ვადა ამოეწურება კვლავ ასეთ ფორმატში აპირებს თავისი საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ ამ ქმედებით ფოფხაძე მოსახლეობის ნდობას დაკარგავს და მის რეიტინგზე ცუდად აისახება.

„იგი მაინც ვალდებულია მოსახლეობის წინაშე, იმიტომ რომ მათ აირჩიეს. შესაბამისად ანგარიშვალდებული უნდა იყოს და ის პრობლემები რომელიც მოსახლეობას აწუხებს მან უნდა გაითვალისწინოს, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან საუბრობს. მან უნდა ილაპარაკოს მხოლოდ მოსახლეობის პრობლემებიდან გამომდინარე“,- აცხადებს ქეთი ბებიაშვილი.

გედევან ფოფხაძემ ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 51.08 % მოიპოვა.

თუმცა მიმდინარე წელის თებერვალში გედევან ფოფხაძემ, საპარლამენტო უმრავლესობა სამ დეპუტატთან - ეკა ბესელიასთან, ლევან გოგიჩაიშვილთან და ბექა ნაცვლიშვილთან ერთად დატოვა. ამის მიზეზი, პალამენტის მიერ იმ კანონპროექტის ჩაგდება გახდა, რომელიც რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითვალისწინებდა. კანონპროექტის ხელმომწერები გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილიც იყვნენ.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს [R]
გამოკითხვა: რას ფიქრობთ გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლაზე?
გედევან ფოფხაძე ქვაბისხევისა და დვირის მოსახლეობას შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე საკირის, ჭობისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე ციხისჯვარის, ანდეზიტისა და ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე ასპინძის სოფლებსა და დაბა ასპინძაში ამომრჩევლებს შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე სადგერის, ტბისა და ცემის სოფლების მოსახლეობას შეხვდა