FM97.5 / LIVE

‘მე ვარ მატყუარა და თაღლითი’- ახალქალაქში ურნებზე 'ოცნების' დეპუტატის პლაკატები გააკრეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.10.2019
ახალქალაქის სოფელ კუმურდოში, ნაგვის ყუთებზე პლაკატები გააკრეს, რომლებზეც პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი, ენზელ მკოიანია გამოსახული, წარწერით: "ენზელ მკოიანის პრინციპები: მე ვარ მატყუარა და თაღლითი".

‘მე ვარ მატყუარა და თაღლითი’- ახალქალაქში ურნებზე 'ოცნების' დეპუტატის პლაკატები გააკრეს
ფოტო:Aliq Media

საინფორმაციო სააგენტო jnews.ge-ს ინფორმაციით, ნაგვის კონტეინერებზე დეპუტატის გამოსახულებიანი პლაკატები 26 ოქტომბერს, საღამოს შეამჩნიეს, მეორე დღეს კი აღარ იყო.

პლაკატებზე სომხურ ენაზე დატანილია წარწერები: „მე არ შევასრულებ ჩემს დაპირებებს, არ შევასრულებ ჩემს საპარლამენტო მოვალეობებს, მე გამყალბებელი ვარ და არჩევნებს გავყალბებ. თქვენი ხმები ვიყიდე. მოსახლეობა გამოვიყენე და მოვატყუე, რომ გამდიდრდებიან, მე ბოროტად ვიყენებ თქვენს სახელს... ”

„სამხრეთის კარიბჭე“ დეპუტატს დაუკავშირდა. ენზელ მკოიანის ნაცვლად, მის ტელეფონს არშაკ ბდოიანმა უპასუხა, რომელიც რედაქციას ენზელ მკოიანის ბიუროს წევრად გაეცნო. ბდოიანი მიიჩნევს, რომ ურნებზე პლაკატები იმ ადამიანებმა დააკრეს, ვისაც კონფლიქტი აქვს დეპუტატთან. ასეთი ადამიანების კონკრეტულ ვინაობას კი არ ასახელებს.

„სპეციალურად წერენ ნაგვის ყუთებზე, იმიტომ, რომ ვინც ეს პლაკატები გააკეთა და ნაგვის ყუთებზე დააკრო, ამ ხალხს იმედი აქვს ნაგვის ყუთების ხალხის [ვის გულსხმობს ბდოიანი არ აკონკრეტებს ს.კ]. დანარჩენი მშრომელი და ნორმალური ხალხი 2020 წელს მოვა არჩევნებზე და თქვენ თვითონაც დარწმუნდებით, რომ ხმას ენზელ მკოიანს მისცემენ. ვინ მუშობს ახლა? რა საკვირველია ალბათ ის ხალხი, ვინც შემჩნეულია კონფლიქტურ სიტუაციაში მკოიანთან. ამ ხალხის რაოდენობა დაწყებული 2000 წლიდან არის 3-4 პიროვნება, რომლებიც ვიცით რომ ახლოს არიან ამ მოძრაობასთან, ეროვნულ, ნაციონალურ მოძრაობასთან“, – ამბობს არშაკ ბდოიანი.

კითხვაზე, არაინ თუ არა ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამდგენლები, ამბობს, რომ „შესაძლებელია ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ“.

დეპუტატის ბიუროში პლაკატების გაკვრის ამბავს სერიოზულად არ აღიქვამენ.

‘მე ვარ მატყუარა და თაღლითი’- ახალქალაქში ურნებზე 'ოცნების' დეპუტატის პლაკატები გააკრეს

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.02.2020 აბულის ციხეს იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში შესატანად წარადგენენ

14.02.2020 ნინოწმინდის სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმინდეს

14.02.2020 JNEWS.ge უკვე ქართულ ენაზე

14.02.2020 დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხეში 'ნაციონალური მოძრაობის' შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს [Photo]
'ოცნების' დეპუტატები ახალქალაქში ენზელ მკოიანის მხადასაჭერად ჩავიდნენ
ახალციხეში "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა
ენზელ მკოიანის ძმა: დაპირისპირება ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა [Video]
სუს-მა ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიის საქმის შესწავლა დაიწყო
'თავდასხმას ენზელ მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა' – გიორგი ვაშაძე
ახალციხეში გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს