FM97.5 / LIVE
რუსეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება

რუსეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება

მთავარიპოლიტიკა 11.10.2013
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები არ გაიხსნება.

რუსეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება
ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. ზალკალიანის განმარტებით, რუსეთის ფედერაციაში საარჩევნო უბნების გახსნა რთულია, ვინაიდან, რუსეთთან ქართულ მხარეს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, საარჩევნო უბნების გახსნა კი ბევრ ორგანიზაციულ საკითხთანაა დაკავშირებული.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ბოლო არჩევნები, რუსეთის ფედერაციაში, 2003 წელს ჩატარდა და მაშინდელი ინფორმაციით მხოლოდ 5 000 კაცი იყო აღრიცხვაზე. ამდენად, საუბარი, რომ მილიონობით ადამიანი ვერ მიიღებს არჩენებში მონაწილეობას, სამართლიანი არარის: „გამომდინარე იქედან, რომ მილიონამდე ქართველს რომელიც რუსეთში იმყოფება, იქედან ძალიან ბევრს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი აქვს. არჩევნებში მონაწილეობას კი მხოლოდ ის პირები იღებენ, ვისაც აქვს საქართველოს პასპორტი და იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე".

ზალკალიანის განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობის არქონის პირობებში აუცილებლად მოუწევდათ შესვლა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტში. გარდა ამისა, არ იყო გარანტიც, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ‘ჯავახეთის დიასპორამ რუსეთში’ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეც გახსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

[sknews.ge]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ჯავახეთის დიასპორა რუსეთში’  რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვს
„ბორჯომის“ ექსპორტი რუსეთში უახლოეს პერიოდში აღდგება
რუსეთში 24 საათში კორონავირუსით 216 ადამიანი გარდაიცვალა
სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციაში  საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან
‘ყაზბეგის’ გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს, ‘ლარსზე’ კი შეფერხებებია
რუსეთის მთავრობა გადადგა
რუსეთში 24 საათში კორონავირუსით 178 ადამიანი გარდაიცვალა