FM97.5 / LIVE

ანის სკოლის დირექტორის და პედაგოგის საქმე სააპელაციოში გაგრძელდება

მთავარისიახლე, სამართალი 28.10.2019
ანის სკოლის დირექტორი, სააპელაციოში ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ანის სკოლის დირექტორის და პედაგოგის საქმე სააპელაციოში გაგრძელდება

როგორც ახალციხის რესურსცენტრის იურისტი გია დალალიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, სააპელაციო სასამართლოში შესატანად სარჩელი უკვე მზადდება.

„ჯერ დრო გვაქვს და კანონით დათქმულ ვადაში სასამართლოში აუცილებლად შევიტანთ“,-ამბობს გია დალალიშვილი.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, პედაგოგის ანა კეღოშვილის სარჩელი, რომელსაც დირექტორი სამასწავლებლოში ტელეფონით ფარულად ხმის ჩაწერას ედავებოდა, 20 სექტემბერს სრულად დააკმაყოფილა.

სხდომაზე სამოტივაციო ნაწილის წაკითხვისას, მოსამართლე გია ბერაიამ განაცხადა, რომ ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ ანა კეღოშვილი ფარულად ხმას იწერდა. ამავე დროს მოსამართლის თქმით, საქმეში ბევრი უზუსტობები იყო, რის გამოც პედაგოგის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

სოფელ ანის საჯარო სკოლის მასწავლებელს ანა კეღოშვილს, დირექტორის მოთხოვნით, დისციპლინურმა კომიტეტმა საყვედური 24 ივნისს გამოუცხადა.

მას სკოლის დირექცია სამასწავლებლოში ტელეფონით ფარულად ხმის ჩაწერას ედავებოდა. ანა კეღოშვილი კი სასამართლოში, იმ სხდომის ოქმისა და ბრძანების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც მას საყვედური გამოუცხადეს, პირად საქმეში შეტანით.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანის სკოლის დირექტორისა და პედაგოგის საქმე სააპელაციომ მიიღო
ანის სკოლის დირექტორს პედაგოგმა სასამართლო დავა მოუგო
ანის სკოლის პედაგოგის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
ანის სკოლის მასწავლებელმა დისციპლინური სახდელის გაბათილებისთვის სასამართლოს მიმართა
ანის სკოლის საქმეზე  მთავარი მოწმეები დაიკითხნენ
კონფლიქტი ანის სკოლაში – მასწავლებელი დირექტორს  სასამართლოში უჩივის
აბასთუმნის სკოლის დირექტორმა  პედაგოგის საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა