FM97.5 / LIVE

ჭელაში არსებული ვითარებით რელიგიათა საბჭო დაინტერესდა

მთავარისაზოგადოება 10.10.2013
სახალხო დამცველის აპარატთან არსებული რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფი ჭელაში არსებული ვითარების შესახებ საბჭოსთვის ანგარიშს ამზადებს. ჯგუფის წევრები დღეს სოფელ ჭელას ესტუმრნენ და ადგილობრივებს ესაუბრნენ.

ჭელაში არსებული ვითარებით რელიგიათა საბჭო დაინტერესდა

„შევხვდით ჭელის მუსლიმ მოსახლეობას, სწორედ იმ პრობლემის გამო, რომლის წინაშეც დგანან. მოვისმინეთ მათი მოსაზრებები და მათი აღქმა ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს რა თქმა უნდა აისახება ანგარიშში, რომელსაც ანალიტიკური ჯგუფი მოამზადებს რელიგიათა საბჭოსთვის და შესაბამისად საბჭოც გამოეხმაურება ამ საკითხებს“, - ამბობს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი.

შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, ჭელის მინარეთთან დაკავშირებით ქართველი მუსლიმები სახელმწიფოსგან სამართლებრივ და ადექვატურ რეაგირებას ელოდებიან.

„ანალიტიკური საბჭოს წევრები დაინტერესდნენ რა მდგომარეობაა ჭელაში, ვისაუბრეთ პრობლემებთან დაკავშირებით, ჩვენ სამართლებრივი გზით ვითხოვთ მინარეთის აღდგენას“, - ამბობს მამუკა ვაშაყმაძე.

რელიგიათა საბჭოში 25 რელიგიური გაერთიანება შედის, საბჭოს ანალიტიკური ჯგუფში კი ექვსი ადამიანია არჩეული. აღნიშნული ჯგუფი პერიოდულად აკვირდება და სწავლობს ვითარებას იმ რეგიონებში, სადაც რელგიური მრავალფეროვნებაა.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

09.11.2019 ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

08.11.2019 თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

08.11.2019 ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფი სამცხე-ჯავახეთში არსებულ ვითარებას სწავლობს
ეროვნულ უმცირესობათა საბჭო განცხადებას ავრცელებს
ახალგაზრდები და რელიგიური ტოლერანტობა
'დემოკრატ მესხთა კავშირს' ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიენიჭა
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები პარლამენტს მიმართავენ
მუსლიმები ჭელაში ჯემალ პაქსაძეს ელოდებიან
ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სამოქალაქო სექტორთან