FM97.5 / LIVE

ელენე დიდიმამიშვილის საიუბილეო საღამო ახალციხეში ®

მთავარისიახლე, რეკლამა 26.10.2019
მესხეთის სახელმწიფო თეატრის მცირე დარბაზში, დღეს ელენე დიდიმამიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო მოეწყო.

ელენე დიდიმამიშვილის საიუბილეო საღამო ახალციხეში ®

ღონისძიებაზე მისი წიგნის „სუნთქვა პოეტის“ პრეზენტაცია გაიმართა, გაიხსენეს ელენე დიდიმამიშვილის შემოქმედება და შესრულდა მის ლექსებზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები.

საიუბილეო საღამოს სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების, ქალაქის საზოგადოებისა და საგანმანათლებლო წრეების წარმომადგენლები, პოეტის მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. წიგნი „სუნთქვა პოეტის“ ელენე დიდიმამიშვილის რჩეული ლექსების კრებულია, რომელიც პოეტმა სიცოცხლეშივე მოამზადა, კრებულში ასევე შევიდა სიცოცხლის ბოლო წლების შემოქმედებაც.

წიგნი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით გამოიცა, რომლის რედაქტორია ასოცირებული პროფესორი ნატო ყრუაშვილი.

ელენე დიდიმამიშვილი 1919 წლის 15 აპრილს დაიბადა ქ. ახალციხეში - რაბათში, ცნობილი განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის ზაქარია დიდიმამიშვილის ოჯახში. იგი 1927 წლიდან სწავლობდა ახალციხის №1 საშუალო სკოლაში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლის სიმებიან ორკესტრს, იყო კლასის ხელნაწერი ლიტერატურული ჟურნალის “განთიადის” რედკოლეგიის წევრი. 1937 წლიდან - სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ქალაქის ბიბლიოთეკაში, ეწეოდა საზოგადოებრივ და პედაგოგიურ საქმიანობას, იყო დაწყებითი კლასების მასწავლებელი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კი პედაგოგიურ მოღვაწეობა გააგრძელა ქალაქ ახალციხეში მშობლიურ სკოლაში, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკურ ტექნიკუმებში. 1946 წლიდან საცხოვრებლად გადადის თბილისში დასთან და დედასთან ერთად და სწორედ ამ დროიდან იწყება მისი პოეტური შემოქმედება.

ელენე დიდიმამიშვილის საიუბილეო საღამო ახალციხეში ®


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ელენე დიდიმამიშვილის ისტორია  [Video]
ახალციხეში ელენე დიდიმამიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება ®

ვასილ კვინცხაძის შემოქმედებითი საღამო ახალციხეში
ახალციხეში გაზეთ ‘ლიტერატურული მესხეთის’ საიუბილეო საღამო გაიმართა
თვითმმართველობამ ახალციხელი სახალხო მთქმელის ლექსების კრებული გამოსცა
ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები  დაასაჩუქრეს
ბიბლიოთეკაში ასტრიდ ლინდგრენის საიუბილეო საღამო გაიმართა