FM97.5 / LIVE

ადიგენში სადაო მიწების საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყო

მთავარისიახლე, სამართალი 25.10.2019
ადიგენში, ოთხი სოფლის მცხოვრები 13 ოჯახის საქმეზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განხილვა დაიწყო. დაცვის მხარემ პირველივე სხდომაზე მოსამართლის აცილება მოითხოვა.

ადიგენში სადაო მიწების საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სადაო საძოვრების ირგვლივ საქმის განხილვა დღეს, 25 ოქტომბერს დაიწყო.

მოსარჩელე ოჯახებთან და მათ ინტერესების დამცველებთან ერთად, სხდომას მოპასუხე მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაცვის მხარის მიერ შეტანილი სარჩელის მიხედვით. საქმეში ქონების მართვის სააგენტო, ეკონომიკის სამინისტრო, საჯარო რეესტრი, საქართველოს მთავრობა და საპატრიარქო ჩაერთო, რომელთა იურისტებიც დღეს სხდომას ესწრებოდნენ.

სხდომა მხარეებმა შუამდგომლობებით დაიწყეს, საქმეში არსებული მტკიცებულებები წარადგინეს და შესავალი სიტყვა წაიკითხეს.

პირველი შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, მოსამართლე გია ბერაიას აცილების საკითხი დააყენა.

„ბატონო მოსამართლე, რამდენიმე დღის წინ მოხდა ასეთი ფაქტი, რომ ერთ–ერთი მოსარჩელე დავით ბერიძე დაიბარა არქიმანდრიტმა ნიკოლოზ გეწაძემ და უთხრა, თქვენსა და მას შორის შედგა საუბარი, საიდანაც იცოდა რომ მოსარჩელე მხარეს საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს და ამიტომ შესაძლებელია საქმე წააგონო, ამის შემდეგ გეწაძემ ნიკოლოზ ბერიძეს ურჩია, რომ სარჩელი უკან გაეტანა“, - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა.

მოსამართლემ ადვოკატის ნათქვამი კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ არქიმანდრიტს არასოდეს დაკავშირებია და მას არ იცნობს.

ბერიძის გადმოცემის მიხედვით, იურისტის ნათქვამი უარყო არქიმანდრიტმა ნიკოლოზ გეწაძემაც, რომელიც სასამართლო სხდომაზე იმყოფებოდა: „მე აქ ვარ და გიპასუხებთ ყველაფერზე, ეს ყველაფერი სიცრუეა, სიმართლეს არ შეესაბამება, ჩემსა და მოსამართლეს შორის არანაირი საუბარი არ მომხდარა“.

საბოლოოდ მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ კი საძოვრის ერთ-ერთი მოდავე დავით ბერიძე ირწმუნება, რომ მასსა და არქიმანდრიტს შორის შეხვედრა, მოხეში დედათა მონასტრის ეზოში სექტემბრის ბოლოს ნამდვილად მოხდა.

„ადგილობრივი გამომიგზავნა დამიბარა და მითხრა, ის რაც ჩემმა ადვოკატმა გააჟღერა, ახლა კი ამბობს, რომ თითქოს მე ვცრუობ“,-ამბობს დავით ბერიძე.

დაცვის მხარემ სხდომაზე ექვსი მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობაც დააყენა, რომლებიც ოთხი სოფლის მკვიდრები არიან, აღნიშნულიც მოსამართლე გია ბერაიამ დააკმაყოფილა.

დღეს, კიდევ ერთი შუამდგომლობა ეკონომიკის სამინისტროს იურისტს ჰქონდა. იმის გამო რომ მოპასუხე მხარის ხუთივე, უწყების ცენტრალური ოფისი თბილისშია, იურისტმა სხდომების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოიხოვა, რაზეც მოსამართლისაგან უარი მიიღო.

შემდეგი სასამათლო სხდომა ოთხ ნოემბერს 14:30 საათზე ჩაინიშნა, სადაც საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლება დაიწყება.

ადიგენში, 13 ოჯახის სასარჩელო მოთხოვნა დერცელი-კიკიბოს ტერიტორიაზე იმ შვიდი ჰექტრის საცოვრის რეგისტრაციის გაუქმებაა, რომლის მიხედვითაც ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს გასული წლის შემოდგომით გადაეცა. ამ ტერიტორიაზე ტაძარიც შენდება, თუმცა ეს ნაწილი სადაო არ არის რადგან ადგილობრივები თანახმა, არიან ერთი ჰექტარი საპატრიარქოს დაუთმოს თავისი მიზენების განსახორციელებლად.

13 ოჯახის უფლებებს სასამართლოშო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავს. ორგანიზაციამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნული ადიგენში მუსლიმი თემის უფლებების იგნორირების პრაქტიკის გაგრძელებად შეაფასა.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘გლეხს რომ მიწას წაართმევ, იმ სახელმწიფოში დემოკრატია არ არის’– სადავო მიწების საქმე
დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების  საქმეს სააპელაციო განიხილავს
სადავო მიწების საქმე საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყდა
დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმე სააპელაციომ წარმოებაში მიიღო
სტრასბურგის სასამართლომ მოხეს საქმის განხილვა დაასრულა
საქმეზე ‘დეპუტატი მერის წინააღმდეგ’ სასამართლო განხილვა დასრულდა
თერმული წყლების საქმეზე მოდავე მხარეებმა სასამართლოში მტკიცებულებები წარადგინეს