FM97.5 / LIVE

ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო]

მთავარისიახლე, შემთხვევა 25.10.2019
ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ერთ-ერთ შენობაზე გაჩენილი ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილზე მობილიზებულია ოთხი სახანძრო-სამაშველო მანქანა.

ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო]

ასპინძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი შენობა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ეზოში მდებარეობს და ეროვნული სატყეო სააგენტოს ბალანსზეა. ადგილობრივები ამბობენ, რომ იგი წლების განმავლობაში დაცლილი იყო.

„ადრე ცხოვრობდნენ ვიღაცები, კარგა ხანია აღარავის უცხოვრია, დაცლილი იყო“, - ამბობენ ადგილობრივები.

შენობას ცეცხლი დაახლოებით 18:30 საათზე მოედო. მის ჩაქრობას თავიდან ორი სახანძო სამაშველო მანქანა ცდილობდა. ამ დროისათვის ადგილზე ოთხი მანქანა მუშაობს.

„ეს ყოფილა სატყეოს ბალანსზე არსებული შენობა და არა საცხოვრებელი სახლი. ამ დრიოსათვის ცეცხლი ლოკალიზებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ცეცხლის სხვა შენობაზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამსახურის ჯგუფები.

ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო]

ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო]

[თაკო ფექირიშვილი, რობი ზარიძე ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ხანძარი, რომელიც საცხოვრებლის სათავსოს გაუჩნდა, ლოკალიზებულია
ადმინისტრაციის შენობის სახურავზე ცეცხლი ლოკალიზებულია
საფარის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
სოფელ ურაველთან, ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია
დიდ პამაჯში ოთხი საცხოვრებელი სახლი დაიწვა [ფოტო]
ახალციხეში საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა
ახალციხის მეორე სკოლის ეზოში ცეცხლი გაჩნდა