FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა

მთავარი 10.10.2013
„ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები დღემდე განიხილებიან როგორც მხოლოდ „პაციენტები“ და არა როგორც უფლების მატარებელი სუბიექტები, რომელთაც ჯანმრთელობის უფლებების გარდა, ადამიანის სხვა უფლებების რეალიზებაც ესაჭიროებათ“, - ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

სახალხო დამცველი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების მისამართით დღემდე არსებობს სტიგმა, ისინი ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას და გარდა ამისა, პრობლემებია ფსიქიატრიულ დაწესებულებებშიც.

„10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის უმნიშვნელოვანესი მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ყურადღების გამახვილება, ცნობიერების ამაღლება, არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა.

10 ოქტომბერს საქართველო, როგორც მსოფლიოს ნაწილი, ხმას იმაღლებს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ არსებული სტიგმის წინააღმდეგ. ისინი დღემდე განიხილებიან როგორც მხოლოდ „პაციენტები“ და არა როგორც უფლების მატარებელი სუბიექტები, რომელთაც ჯანმრთელობის უფლებების გარდა, ადამიანის სხვა უფლებების რეალიზებაც ესაჭიროებათ. ნაწილობრივ სტიგმით აიხსნება ის გარემოებაც, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს ფსიქიკურ დაავადებათა საფრთხის რეალურ მასშტაბებს, არადა, დადგენილია, რომ შრომისუუნარობის გამომწვევი 10 ძირითადი დაავადებიდან 5 ფსიქიკურ აშლილობას მიეკუთვნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში ცალკე თავი დაეთმო ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის შედეგებს, ამ კუთხით გამოვლენილ სისტემურ თუ ინდივიდუალურ უფლება დარღვევებს და შესაბამისი უწყებებისთვის მომზადდა სათანადო რეკომენდაციები.

„საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 30 ივლისს მიღებულ დადგენილებაში, რომელიც 2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს შეეხება, სრულად გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი. პარლამენტის დადგენილებით, სამინისტრომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მდგომარეობის გაუმჯობესების, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და პაციენტთა უფლებების დაცვის მიზნით უნდა განახორციელოს ადეკვატური რეფორმები და უზრუნველყოს მათში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა.

მისასალმებელია, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტების ინიციატივით მიმდინარეობს მუშაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის საბჭოს მუშაობაში და შესაბამისად მოახდენს აღნიშნული გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგს“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანის ჯანმრთელობის ფუნდამენტური ნაწილი და საზოგადოების კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი საჭიროებების გათვალისწინებით შესაბამისი სოციალური სერვისების შემუშავება და განხორციელება კი სახელმწიფოს მოვალეობა.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოში 6 თვეში თავი 207-მა ადამიანმა მოიკლა
ომბუდსმენის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების მინისტრს
სახალხო დამცველი საზოგადოებას ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს წარუდგენს
ომბუდსმენი ხელისუფლებას ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვისკენ მოუწოდებს
ომბუდსმენის ანგარიში ფსიქიკური ჯანდაცვის ცენტრებზე
არჩევნების დღეს სახალხო დამცველის ოფისში ცხელი ხაზი იმუშავებს
ომბუდსმენი: აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშეა