FM97.5 / LIVE

შშმ პირთა მშობლები დღის ცენტრისთვის შენობის გამოყოფას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.10.2019
შშმ პირთა მშობლების მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა შვილებს“ დღის ცენტრის გახსნას გეგმავს, რომლისთვისაც შენობა ესაჭიროება. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ორგანიზაციისთვის გადასაცემად საბარგო სადგურზე არსებული შენობა განიხილება.

შშმ პირთა მშობლები დღის ცენტრისთვის შენობის გამოყოფას ითხოვენ

ორგანიზაციამ „თანადგომა შვილებს“, რომელიც შშმ პირთა მშობლებმა დააარსეს, შენობის გადაცემის თხოვნით ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობას რამდენჯერმე მიმართეს. ეს საკითხი მათ მერთან, ზაზა მელიქიძესთან შეხვედრისასაც დააყენეს.

„არსებობს სიტყვიერი შეთანხმება. შენობა საბარგო სადგურზეა, ძველი საბავშვო ბაღის შენობაა და ავარიულია, თუმცა მისი მოწესრიგება შეიძლება. გვინდა რომ ეს ყველაფერი იქამდე მოხდეს, სანამ ახალი ბიუჯეტი დაიგეგმება და დამტკიცდება. კარგი იქნება, თუ ეს შენობა ჩვენს ბალანსზე გადმოვა და გარკვეულწილად, მის შენახვა-პატრონობაში დაგვეხმარონ, მაგალითად, კომუნალურების გადახდაში“, - ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი ვეფხია დიაკონაშვილი.

ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის განმარტებით, ამ ეტაპზე, საბარგო სადგურზე არსებულ შენობას თვითმმართველობა სახურავს მოუწესრიგებს, თუმცა გამოუყოფენ თუ არა ამ შენობაში ადგილს შშმ პირთა მშრობლებს, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„ტენდერი გამოცხადებული გვაქვს შენობის სახურავისთვის. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი. 2019 წელს გადავხურავთ შენობას და შემდეგ ეზოს მივხედავთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანს შევურჩიოთ ადგილი, გვერდში დავუდგეთ და ინფრასტრუქტურული პროექტებიც განვახორციელოთ“, - განაცხადა ზაზა მელიქიძემ.

ორგანიზიაციის წარმომადგენლების თქმით, საკითხთან დაკავშირებით დღეს, 25 ოქტომბერს სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა აქვთ.

მათივე განმარტებით, ცენტრის გაკეთებას 50 – 70 ბენეფიციარისთვის გეგმავენ.

„გვინდა, რომ მუშაობაში ჩავრთოთ მშობლებიც და შშმ პირების რეაბილიტაცია მშობლებთან ერთად განხორციელდეს. ამისათვის დიდი შენობაა საჭირო“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რატომ აჭიანურებს ახალციხის მერია შშმ პირების დღის ცენტრისთვის შენობის გადაცემას
„თანადგომა შვილებს“–ახალციხეში შშმ პირებისთვის კაბინეტი გაიხსნა
სამცხე–ჯავახეთში შშმ პირების მშობლებმა NGO დააარსეს
სვირში საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ზაზა გაბუნიამ ვალეში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]
ვალის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება