FM97.5 / LIVE

'ოცნების' დეპუტატის შვილთან მომხდარი ჩხუბის გამო პოლიციელმა სამსახური დატოვა

მთავარისიახლე, შემთხვევა 25.10.2019
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი კოპაძის შვილსა და სამართალდამცველს შორის დაპირისპირების ფაქტი, პოლიციელის, ლაშა მამუკაშვილის გათავისუფლებით დასრულდა. საქმეს პროკურატურა იძიებს.

'ოცნების' დეპუტატის შვილთან მომხდარი ჩხუბის გამო პოლიციელმა სამსახური დატოვა

დაპირისპირება, რის გამოც ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი ლაშა მამუკაშვილი სამსახურიდან წავიდა, ახალციხეში, ტექნიკის მაღაზია „ელიტ-ელექტონიქსის“ წინ, კოსტავას ქუჩის N42-ის მიმდებარედ, ღამით მოხდა.

„სამხრეთის კარიბჭეს“ წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებულებს შორის, ერთ მხარეს ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის შვილი, ელგუჯა კოპაძე და მისი მეგობრები, მეორე მხარეს კი სოფელ ივლიტას მცხოვრებლები, პოლიციელი ლაშა მამუკაშვილი, მისი ძმა და მათი მეგობრები იყვნენ.

შემთხვევა ივლისის შუა კვირაში მოხდა. დაპირისპირების შემდეგ ლაშა მამუკაშვილმა სამსახური დატოვა. იგი მომხდარის შესახებ არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ დაიკითხა. საქმეს პროკურატურა იძიებს.

მომხდარი ჩხუბის შესახებ "სამხრეთის კარიბჭემ" ადგილობრივები გამოკითხა.

„მეორე დილით „ელიტ-ელექტონიქსის“ წინ სისხლები იყო დაქცეული. ალბათ დანა გამოიყენეს. მერე თეთრსაროჩკიანი ბიჭი მოვიდა და გვკითხა რამე ხომ არ ვიცოდით“, - ამბობს კოსტავას ქუჩაზე ერთ–ერთი მცხოვრები.

„ვიცი მაგ ჩხუბზე, უფრო სწორად, პროკურატურიდანაც იყვნენ და გვკითხეს, მაგრამ არაფერი გაგვიგია. როგორც ჩანს, ძალიან გვიან მოხდა“, - ამბობს კოსტავას N42-ში მცხოვრები.

"ელიტ-ელექტრონიქსის" ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კამერები შეამოწმეს, მაგრამ მათგან ვერაფერი ამოიღეს, რადგან ამ დროის მონაცემები არ დაფიქსირებულა.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ დაპირისპირებას უარყოფენ თავად ჩხუბის მონაწილეები. მომხდარზე არ საუბრობს არც ლაშა მამუკაშვილი, რომელმაც სამსახური დატოვა: „არაფერი ჩხუბი არ მომსვლია. ნახვამდის“.

სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ელგუჯა კოპაძეც.

სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება, პროკურატურაში არ გვეუბნებიან: „საქმე აღძრულია, მიმდინარეობს გამოძიება, გამოიკითხნენ მოწმეები და დანიშნულია ექსპერტიზები“. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.02.2020 აბულის ციხეს იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში შესატანად წარადგენენ

14.02.2020 ნინოწმინდის სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმინდეს

14.02.2020 JNEWS.ge უკვე ქართულ ენაზე

14.02.2020 დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

პოლიციელებსა და არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის
ხუმრობა თუ სისხლიანი გარჩევა – რა მოხდა რაბათში
სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეს ერთი საქმე გამოეყო
ახალციხეში  ფიზიკური დაპირისპირების შედეგად  17 წლის ბიჭი  დაშავდა
ახალციხეში, რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო, 4 პირი დააკავეს
ახალციხის ციხეზე პოლიციელებმა და ახლგაზრდებმა იჩხუბეს
ლაშა ამირეჯიბი: შესაძლოა სამცხე-ჯავახეთში ვითარება დაიძაბოს