FM97.5 / LIVE

კორხის ეკლესიის მშენებლობა უნებართვოდ გრძელდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.10.2019
ახალქალაქში, სოფელ კორხში ადგილობრივები უნებართვო სამუშაოებს აგრძელებენ, ტაძრის დაბზარული კედლები საძირკვლამდე დაანგრიეს და ახალი ამოაშენეს. გამოძიება ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

კორხის ეკლესიის მშენებლობა უნებართვოდ გრძელდება
ფოტო:არქივი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული წარმომადგენელი ელვარდი ზაზაძე სოფელ კორხში ორი კვირის წინ იმყოფებოდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, ადგილობრივები უკანონო მშენებლობას მაინც აგრძელებენ და არ ჩერდებიან.

„ოთხი რიგი ჰქონდათ დარჩენილი, ალბათ უკვე დასრულებული ექნებათ. მე ვაკვირდები პროცესს და რელიგიის სააგენტოს ვაყენებ საქმის კურსში“, - გვეუბნება ელვარდი ზაზაძე.

რამდენიმე თვის წინ, ძეგლთა დაცვამ კორხის ეკლესიის საქმეზე, საინიციატივო ჯგუფს, სამუშაოების გასაგრძელებლად, პროექტის სააგენტოსთან შეთანხმება და არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა. კვლევის პროცესი სააგენტოს ზედამხედველობით უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.

რატომ ვერ მოხერხდა კორხის ეკლესიაზე უკანონო სამუშაოების შეჩერება, ამ თემაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან პასუხს ველოდებით.

სააგენტომ, მიმდინარე წლის მაისში, კორხის ეკლესიაზე უნებართვო სამუშაოების გამო, ადგილობრივ იური წარუკიანს, სამართალდარღვევის ოქმიც შეუდგინა და მისი კანონიერების დასადგენად ახალქალაქის რაიონულმა სასამართლოს გადასცა.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს იურისტი ლევან ჭავჭავაძე აცხადებს, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ წარუკიანი სამართალდამრღვევად არ ცნო.

„ესეთი გადაწყვეტილება გამოიტანა და ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადავუგზავნეთ გადაწყვეტილება, რომ იმათმა მოიკვლიონ და დაადგინონ არის თუ არა წარუკიანი სამართალდამრღვევი“, - გვეუბნება ლევან ჭავჭავაძე.

საქმეზე ძიება 259-ე ორი პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განზრახ დაზიანება გამოიწვია.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი პირვანდელი სახით აღარ არსებობს. უნებართვო სამუშაოები სოფლის მოსახლეობამ მიმდინარე წლის მაისში დაიწყო.

სოფელ კორხის XIX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნის.

კორხში ეკლესიის ნგრევასთან დაკავშირებით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „სამხრეთის კარიბჭეს“ არაერთი მასალა აქვს მომზადებული.

ამავე თემაზე ნახეთ:

კორხის დანგრეული ეკლესია უკანონო სამუშაოების შემდეგ

სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა

‘ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ’– კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა
კორხის ეკლესიის საქმეზე  სასამართლო პროცესი გადაიდო
კორხის დანგრეული ეკლესია  უკანონო სამუშაოების შემდეგ [ფოტო]
სასამართლო კორხის ეკლესიის საქმეზე ისევ გადაიდო
'დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო'– ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი კორხის ეკლესიაზე
'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე
‘ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ’–  კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ [ფოტო/ვიდეო]