FM97.5 / LIVE

პროგრამაზე 'ასწავლე საქართველოსთვის' შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

მთავარისიახლე, განათლება 24.10.2019
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე სერტიფიცირებულ ან მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირს და პედაგოგებს, რომელთაც დადასტურებული აქვთ შესაბამისი საგნის კომპეტენცია.

პროგრამაზე 'ასწავლე საქართველოსთვის' შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მიზანია მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

პროგრამის ფარგლებში კონკურსი ცხადდება შემდეგი საგნობრივი მიმართულებით:

•ქართული ენა და ლიტერატურა
•ინგლისური ენა
•მათემატიკა
•ფიზიკა-მათემატიკა
•ფიზიკა
•ქიმია-ბიოლოგია
•რუსული

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია

უმაღლესი განათლების მქონე სერტიფიცირებულ ან მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირს და პედაგოგებს, რომელთაც დადასტურებული აქვთ შესაბამისი საგნის კომპეტენცია.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე: www.hr.gov.ge 2019 წლის 22 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე:

I ეტაპი:

კონკურსანტთა განაცხადების გადარჩევა

II ეტაპი:

გასაუბრება

შერჩეულ მასწავლებლებს ჩაუტარდებათ მოსამზადებელი საორიენტაციო ტრენინგები.
პროგრამის მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ:

•დასაქმდნენ საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში და უზრუნველყონ საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად.
•მასწავლებლის საათობრივ ანაზღაურებასთან ერთად მიიღონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დანიშნული დანამატი;
•ჩაერთონ ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში;
•მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები;
•იზრუნონ ადგილობრივი პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე;
•არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები;

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პროგრამა 'ასწავლე საქართველოსთვის' კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს
პროგრამის 'ასწავლე საქართველოსთვის' ფარგლებში შუალედური შეხვედრა გაიმართა
„ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მონაწილეები შეარჩიეს
'მასწავლებლის ეროვნული სკოლა' ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს
პროგრამის ‘ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის ტრენინგები დაიწყო
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
რას გულისხმობს ახალი ტიპის მასწავლებლების მომზადების პროგრამა