FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 3 მლნ ლარი იხარჯება

მთავარიეკონომიკა 10.10.2013
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 13 პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს ქალაქის ათამდე ცენტრალური და განაპირა ქუჩის რეაბილიტაცია, წესრიგდება სოფლების სასმელი წყლის სათავე ნაგებობები და წყალსადენები.

ახალქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 3 მლნ ლარი იხარჯება
ახალქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ დაათვალიერა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წელს ახალქალაქისთვის განკუთვნილი თანხა გასამმაგდა და მიმდინარე სამუშაოებზე 3 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

„ამ მასშტაბის დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტს არცერთ წელს არ ჰქონია. მაგალითისთვის, შარშან ახალქალაქს 1 მილიონ 100 ათასი ლარი გამოეყო, წელს - 3 მილიონ 200 ათასი, თითქმის გასამმაგებული რაოდენობა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ბევრი პრობლემა გვარდება და საუბრები იმის შესახებ, რომ სამცხე-ჯავახეთში, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, არაფერი კეთდება, რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეესაბამება. აბსოლუტურად ყველა თვითმმართველობაში მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს,“ - განაცხადა შოთა მურღულიამ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტში გეგმის მიხედვით ხორციელდება და სამუშაოები დათქმულ ვადებში - წლის ბოლომდე დასრულდება.

„იმ ქუზებზე, რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს, ასფალტი როდის იყო, არავის ახსოვს,“ - განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა, - „წელს, მთლიანობაში, აქ 4 კილომეტრი გზა გაკეთდება, რაც ახალქალაქისთვის სერიოზული მაჩვენებელია. ეს გზები დაეხმარება ხალხს, თავი აარიდოს ბევრ პრობლემას. მადლობელი ვართ სამინისტროსი, რომ ამ პროექტების განხორიციელების შესაძლებლობა მოგვცა. კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი ახალქალაქში. იმედი მაქვს, რომ თანდათანობით ამ საკითხებსაც მოვაგვარებთ და მოსახლეობა, როგორც ახლა, კმაყოფილი იქნება.“

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები მომდევნო წელსაც მასშტაბურად დაფინანსდება.

[sknews.ge]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონებს წელს 230 მილიონი ლარი გამოეყო
ნინოწმინდაში გრუნტის გზები მოასფალტებული გზებით იცვლება
რაში იხარჯება ახალქალაქში 6 მილიონ ლარზე მეტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას 5 მილიონი ლარი მოხმარდება
ინფრასტრუქტურული პროექტები ახალქალაქში – სად რა კეთდება
გუბერნატორმა ადიგენსა და ასპინძაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა ®
2,557,300 ლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის