FM97.5 / LIVE

საჯარო სკოლების 30 000-მდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი მიიღო

მთავარისიახლე, განათლება 23.10.2019
განათლების სამინისტროს განცხადებით, ოქტომბრიდან პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი დაიწყო, 2022 წელს მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარს მიაღწევს.

საჯარო სკოლების 30 000-მდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი მიიღო

„განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, სკოლებში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება. სამინისტროს სტრატეგიით, მასწავლებლის პროფესია უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებასთან ერთად, მათი კომპეტენციისა და ანაზღაურების ზრდას გულისხმობს. რეფორმის ფარგლებში, ანაზღაურების ზრდა პირდაპირ კავშირშია პედაგოგის კომპეტენციის დადასტურებასა და სტატუსის ამაღლებასთან“, – აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს, რომელსაც აქვს მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება 150 ლარით გაეზარდა.

არსებული მონაცემებით, 2019 წლის ზაფხულში 8 400-მდე მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი, მათ შორის 5 700-ზე მეტმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.01.2020 საქართველოს მაღალ მთაში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი

23.01.2020 თებერვალში ‘ბაკურიანობა - 2020’ გაიმართება

23.01.2020 გორელოვკაში წყლის სისტემაზე უკანონო დაერთებებს ჩაჭრიან

23.01.2020 ადიგენის მერიასა და საკრებულოში 73 966 ლარის ჯილდო გაიცა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალიციხეში 100-მა მასწავლებელმა წამყვანი და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო
მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება
მამუკა ბახტაძე: 'პედაგოგებს ხელფასი ყოველწლიურად გაეზრდებათ'
წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ
ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი 6000-მდე პედაგოგმა გამოთქვა
მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა
საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა