FM97.5 / LIVE

მიუსაფარ ძაღლებს კასტრაცია-სტერილიზაციისთვის ახალციხიდან გორში გადაიყვანენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.10.2019
მიუსაფარი ცხოველებისათვის ვეტერინარული პროცედურების ჩასატარებლად, ახალციხის მუნიციპალიტეტმა გორის ცხოველთა თავშესაფართან ხელშეკრულება გააფორმა. მერის ინფორმაციით, ძაღლებს კასტრაცია-სტერილიზაცია გორში ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც, მათ ისევ ახალციხეში დააბრუნებენ.

მიუსაფარ ძაღლებს კასტრაცია-სტერილიზაციისთვის ახალციხიდან გორში გადაიყვანენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, იქამდე, სანამ სამცხე-ჯავახეთის ინტერმუნიციპალური პროექტი განხორციელდება და ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყება, ძაღლებს კასტრაცია სტერილიზაციის პროცესს გორში ჩაუტარებენ: „ასე შევთანხმდით, დავიჭერთ და რამდენიმე დღე ჩვენთან მოვათავსებთ ძაღლებს. შემდეგ, კვირაში ერთხელ ან ორჯერ წავიყვანთ აქედან, იქ დამუშავდება და უკვე დავაბრუნებთ ამ ცხოველებს უკან. ასე მონაცვლეობით შევეცდებით, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ“.

მელიქიძის თქმით, ამისათვის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი მანქანა და ვოლიერები უკვე შეიძინა.

რაც შეეხება თავშესაფრისთვის სამშენებლო ტენდერის გამოცხადების საკითხს, ახალციხის მერი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტს სტანდარტული ვოლიერების რაოდენობა არ გაუზრდია და პროექტში ცვლილებები სხვა კუთხით შევიდა: „მოქალაქეების მოთხოვნა იყო, რომ ცხოველებისთვის სასტუმრო გაგვეკეთებინა ანუ ვიღაცა რომ დასასვენებლად მიდის, ცხოველის დატოვება შეეძლოს. ჩვენ დავამატეთ ეს ნაწილი და არა ვოლიერების რაოდენობა“, - ამბობს ზაზა მელიქიძე. მისივე თქმით, სასტუმროს დამატებას პროექტის ბიუჯეტში ცვლილება არ გამოუწვევია: „ეს ვოლიერები ერთი და იგივე კონსტრუქციის ოთახებია, თუმცა ეს ხარჯთაღრიცხვაში აბსოლუტურად არაფერს ცვლის. არცერთი წამით იფიქროთ, რომ ამან შეაფერხა მუშაობა“.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს პროექტის თავდაპირველი ვარიანტის ავტორი, ლაშა გეგეჭკორი. მისი თქმით, პროექტში, რომელიც მან მუნიციპალიტეტს გადასცა 40 ვოლიერის მშენებლობა იყო გათვალისწინებული, ახალ ვარიანტში კი მისი რაოდენობა 250-მდეა, რამაც ბიუჯეტის ზრდა გამოიწვია.

ფინანსური მხარის მოსაძიებლად კი მუნიციპალური განვითარების ფონდი დონორებს ეძებს.

„მიცემული მქონდა იქ 40 საერთო განთავსების ვოლიერი და ამან 250-მდე გაზარდა. ანუ 150 ვოლიერი სასტუმრო იქნება?! სადაა ასეთი მოთხოვნა? მგფ-მა ოფიციალურად მითხრა, რომ თანხის ზრდა ვოლიერების რაოდენობის გაზრდამ გამოიწვია, თან რთული კლიმატია და გათბობის ხარჯებიც საკმაოდ ძვირი ჯდება. კახეთში 1 700 000 ჯდება, სადაც რვა მუნიციპალიტეტს უნდა მოემსახუროს და მანდ ექვსი მუნიციპალიტეტისთვის ოთხი მილიონი როგორ სჭირდება. კახეთში ბევრად მეტია ძაღლების რაოდენობა, ვიდრე სამცხე-ჯავხეთში“, - ამბობს გეგეჭკორი.

ცხოველთა თავშესაფრის პროექტში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა. 2018 წლის ნოემბერში, როგორც მერიამ განაცხადა, თავშესაფარი ახლციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარეხაში, უკვე არსებულ შენობაში უნდა განთავსებულიყო. თუმცა ცვლილების მიხედვით, თავშესაფრისთვის ახალი შენობა უნდა აშენდეს: „შენობა, სადაც თავშესაფარი უნდა განთავსებულიყო საპროექტო ორგანიზაციამ შეისწავლა. აქ ისედაც იგეგმებოდა ამ ოთახების დაშლა და ახლის აღდგენა. მაგრამ გადაწყდა, რომ ახალი უნდა აშენდეს. იქ ერთი ადმინისტრაციის შენობა დგას და ეგ დაიშლება თუ დარჩება ეს არის გადასაწყვეტი, ისე ეგ არაფერს უშლის. პროექტი და ხარჯთაღრიცხვა გამზადებულია“, - ამბობს ზაზა მელიქიძე.

ცხოველთა თავშესაფრისა და მათი ვეტერინალური დამუშვების შესახებ, ახალციხის მუნციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ დღეს, 22 ოქტომბერს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქსელის წარმომადგენლების ინიციატივით მოწყობილ შეხვედრაზე ისაუბრა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი
ახალციხის მერიამ ცხოველთა თავშესაფრის პროექტი ავტორის გარეშე შეცვალა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ძაღლების თავშესაფრის პროექტის ავტორს შეხვდება
‘ცხოველების მუდმივად გამოკეტვა დაუშვებელია’ – რატომ გახდა სადავო თავშესაფრის პროექტი
ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა
როდის დაიწყება ახალციხეში ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა
ძაღლების თავშესაფრის პროექტის საკითხი პირველ თებერვალს გადაწყდება