FM97.5 / LIVE

სუს–მა ახალციხის მერის მრჩეველის კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების საქმის შესწავლა დაიწყო

მთავარისიახლე, სამართალი 22.10.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის, გელვასი გელაძესთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების საქმეზე, სუს–ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.

სუს–მა ახალციხის მერის მრჩეველის კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების საქმის შესწავლა დაიწყო

„შეგიძლიათ დაწეროთ, რომ შესწავლა დაწყებულია“, – ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენელმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის მიხედვით, ინფრასტრუქტურის საკითხებში ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის მრჩევლის გელვასი გელაძის კომპანია „მშენებელი 2004“ ახალციხის მუნიციპალიტეტების ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს.

2014 წლიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, რაც გელაძე თვითმმართველობაში თანამდებობაზე დაინიშნა, მისი კომპანიის შემოსავლებმა 4 096 286 ლარი შეადგინა, საიდანაც 1 103 065 ლარი (დაახლოებით 27%) „მშენებელი 2004”-ს ახალციხის მუნიციპალიტეტების შესყიდვებიდან დაერიცხა. ამ თანხის ნახევარზე მეტი - 651 420 ლარი უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით მიიღო. გელვასი გელაძე ერთდროულად იყო, სატენდერო და მიღება-ჩაბარების (დღემდე რჩება) კომისიების წევრიც, მიმდინარე პროექტების ზედამხედველიც და სამუშაოების შემსრულებელიც.

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ შესწავლის შემდეგ, გამოძიება დაიწყო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებზე, გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობს.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერის მრჩევლის კომპანია  ტენდერებს იგებს
ახალციხის მერთან დაკავშირებული ტენდერების საქმეზე, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო
სუს–მა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის და ახალციხის მერის ძმების კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების შესწავლა დაიწყო
ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა
რუსთავი 2: ანტიკორუფციულმა ახალციხის მერის საქმეზე ძიება დაიწყო
‘იქ ჩემი კომპანიები არ არის’ - ტენდერების საქმეზე ახალციხის მერი დაიკითხა
TI: სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირების ძმების კომპანიები ტენდერებს იგებენ