FM97.5 / LIVE

ახალციხის მერთან დაკავშირებული ტენდერების საქმეზე, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო

მთავარისიახლე, სამართალი 22.10.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებზე, გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.

ახალციხის მერთან დაკავშირებული ტენდერების საქმეზე, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო

„საკითხის შესწავლის შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე. შედეგები დამატებით ეცნობება საზოგადოებას. გამოძიება დაწყებულია 332 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას“ – გვითხრა სუს–ის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენელმა.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევით სუს–ის ანტიკორუფციული სააგენტო დაინტერესდა.

კვლევის მიხედვით, ახალციხის მერთან, ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიები, მისი გამგებლობისა და მერობის შემდეგ, ტენდერებს იგებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა მელიქიძის შესახებ კვლევა, 15 ივლისს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თვითმმართველობის ხელმძღვანელად ზაზა მელიქიძის მოსვლის შემდეგ, მისმა კომპანიებმა 29-დან 15 ტენდერი მოიგეს. ხშირ შემთხვევაში, მისი კომპანიები ტენდერში მონაწილე მხოლოდ ერთადერთი პრეტენდენტები იყვნენ. მელიქიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა „მელიზამ” და „მესხეთი XXI”-მა, 2015-2019 წლებში 15 ტენდერი მოიგეს, მათ შორის, ყველაზე მეტი, რვა ტენდერი – 2016 წელს.

საერთო ჯამში, მათ მიერ მიღებულმა თანხამ 528 123 ლარი შეადგინა, საიდანაც 514 341 ლარი ახალციხის გამგეობა/მერიისა და მათი შპს/ა(ა)იპებ-ისგან მიღებული თანხებია.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

31.05.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

31.05.2020 კორონავირუსი და ქრონიკური დაავადებები - ინფოგრაფიკა

31.05.2020 ‘სომხეთიც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს’ - ფაშინიანo

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რუსთავი 2: ანტიკორუფციულმა ახალციხის მერის საქმეზე ძიება დაიწყო
ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო ტენდერები – 'გამჭვირვალობის' კვლევა
ახალციხის მერთან დაკავშირებულ ტენდერების საქმეს ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს
‘განაწყენებულია რომ უნივერსიტეტის საცხოვრებლიდან გამოიყვანეს’– ზაზა მელიქიძე დეპუტატის პროტესტზე
‘იქ ჩემი კომპანიები არ არის’ - ტენდერების საქმეზე ახალციხის მერი დაიკითხა
სუს–მა ახალციხის მერის მრჩეველის კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების საქმის შესწავლა დაიწყო
ზაზა მელიქიძემ კომპანიების წილები სამართავად ცოლის ნათესავებს გადასცა