FM97.5 / LIVE

FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

მთავარისიახლე, განათლება 22.10.2019
დღეს, 22 ოქტომბერს სკოლის მოსწავლეებისთვის FLEX-ის მეორე რაუნდი გაიმართება.

FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

FLEX-ის პროგრამაში ახალციხის, ასპინძის და ადიგენის 21 სკოლის 83 მოსწავლე მონაწილეობს, აღნიშნულმა მოსწავლეებმა პროგრამის პირველი ნაწილი უკვე გაიარეს. დღეს მონაწილეებს მოუწევთ სამი ესსეს (თემის) დაწერა ინგლისურად.

FLEX-ის პროგრამაში შემდეგი სკოლები მონაწილეობენ:

ახალციხის პირველი საჯარო სკოლა – 18 მოსწავლე;
ახალციხის მეორე საჯარო სკოლა – სამი მოსწავლე;
ახალციხის მესამე საჯარო სკოლა – ექვსი მოსწავლე;
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლა – 16 მოსწავლე;
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლა – ხუთი მოსწავლე;
ახალციხის კერძო სკოლა „მზექა“ – ხუთი მოსწავლე;
ვალის პირველი საჯარო სკოლა – შვიდი მოსწავლე;
სოფელ ვალის პირველი საჯარო სკოლა – ერთი მოსწავლე;
ვალის მესამე საჯარო სკოლა – ერთი მოსწავლე;
აწყურის საჯარო სკოლა – ორი მოსწავლე;
ასპინძის საჯარო სკოლა – ორი მოსწავლე;
ასპინძის პირველი საჯარო სკოლა – ერთი მოსწავლე;
სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა – სამი მოსწავლე;
სოფელ ოშორის საჯარო სკოლა – ერთი მოსწავლე;
სოფელ ფერსის საჯარო სკოლა – ორი მოსწავლე;
სოფელ ვარხნის საჯარო სკოლა – ერთი მოსწავლე;
აბასთუმნის საჯარო სკოლა – ერთი მოსწავლე;
ადიგენის საჯარო სკოლა – ორი მოსწავლე;
სოფელ კლდის საჯარო სკოლა – ხუთი მოსწავლე;
სოფელ ივერიის საჯარო სკოლა – ერთი მოსწავლე.

FLEX-ის პროგრამაზე, რომელიც ამერიკაში, ერთი წლით უფასო სწავლებასა და ცხოვრებას გულისხმობს, შესარჩევი ეტაპი 16 სექტემბრიდან დაიწყო. რომელიც სამ ეტაპად გაიმართება, პირველი ეტაპი, მონაწილეების შერჩევა ნინოწმინდაში უკვე გაიმართა, ხოლო ბოლო ეტაპი ბორჯომში ჩატარდება, სადაც საბოლოოდ გამოავლენენ მოსწავლეებს, რომლებიც პროგრამით ამერიკაში გაემგზავრებიან.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ IX, X, XI კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებული არიან 2003 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 16 ივლისამდე.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა. იგი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სრულად ფინანსდება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

პროგრამა FLEX-ის შესარჩევი ეტაპი იწყება
FLEX-ის პროგრამით ახალციხიდან ამერიკაში სამი მოსწავლე გაემგზავრება
პროგრამა FLEX-ი შესარჩევ კონკურსს აცხადებს
ქალაქ ახალციხის სკოლებიდან ბიოლოგიაში 6 მოსწავლე ჩაიჭრა
ახალციხის 5 სკოლაში უატესტატოდ 19 მოსწავლე დარჩა, ერთი სკოლა კი მონაცემებს მალავს
ვინ გაემგზავრება სამცხე–ჯავახეთიდან ამერიკაში FLEX-ის პროგრამით
მათემატიკის ოლიმპიადაში რეგიონში პირველ ადგილზე უდის სკოლა გავიდა