FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხე ოთხმა თანამშრომელმა დატოვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.10.2019
ორი თვის განმავლობაში, ააიპ ახალციხის ციხიდან ოთხი თანამშრომელი წავიდა. სამსახური დატოვა ტექნიკური სამსახურის სპეციალისტმა, ექსკურსიამძღოლმა და ბავშვთა ოთახის ორმა მეთვალყურემ.

ახალციხის ციხე ოთხმა თანამშრომელმა დატოვა

ციხის ადმინისტრაციის განმარტებით, ისინი სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდნენ.

„პერიოდულობით დატოვეს სამსახური – სექტემბრის შუა რიცხვებში ერთმა, სექტემბრის ბოლოს მეორემ. ექსკურსიამძღოლმა ორი კვირის წინ და ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი წინა კვირას წავიდა“, – ამბობს ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე.

მისი თქმით, ვაკანტურ ადგილებზე ახალი თანამშრომლების აყვანას ამ ეტაპზე არ აპირებს, რადგან ტურისტული სეზონი სრულდება.

ოქტომბრის ბოლომდე, ანუ სეზონის დასრულებამდე კიდევ რამდენი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი დატოვებს სამსახურს, ამ ეტაპზე უცნობია.

„ველოდებით თვის დასრულებას, არ ვიცი კიდევ ვის შეუწყდება ხელშეკრულება. ამ ეტაპზე ის ვიცი, რომ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები აღარ დამჭირდება, რადგან სეზონი აღარაა. ჯერ კიდევ ვფიქრობთ და გადაწყვეტილება არ მიგვიღია ტურიზმის თანამშრომლებსა და ექსკურსიამძღოლებზე“, – ამბობს ტაბატაძე.

ახალციხის ციხეზე დროებითი ხელშეკრულებით 61 თანამშრომელი მუშაობს.

მიმდინარე წელს, ახალციხის ციხეზე, რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა შვიდი შტატი, ექვსი თანამშრომელი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ექვსიდან ორმა, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა. მათ შორისაა ვეფხვია სამსონიძე და ყოფილი საქმის მწარმოებელი მაია მაისურაძე, რომლის შტატიც გააუქმეს.

მოგვიანებით, 10 მაისს, ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლიდან ხუთს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე, სამსახურში დაბრუნება შესთავაზა. აქედან სამსახურში მხოლოდ ოთხი მათგანი დაბრუნდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიდან  ერთმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა
ახალციხის ციხიდან  გათავისუფლებულმა თანამშრომელმა საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
ახალციხის ციხე ხუთმა თანამშრომელმა დატოვა
'შევეკამათე და ამიტომ გამათავისუფლეს', – ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომელი
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ექვსი თვით დააბრუნებენ
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლიდან სასამართლოს ორმა მიმართა