FM97.5 / LIVE

არქეოლოგები: ზარზმაში აღმოჩენილი ნაგებობა მარანი და მიწისქვეშა სათავსოა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.10.2019
ადიგენში, ზარზმის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილ შუა საუკუნეებით დათარიღებულ ნაგებობას, ორი არქეოლოგი 24 დღის განმავლობაში იკვლევდა.

არქეოლოგები: ზარზმაში აღმოჩენილი ნაგებობა მარანი და მიწისქვეშა სათავსოა

არქეოლოგები ამბობენ, რომ ნაგებობა საკმაოდ დიდ ფართობზე დგას, სადაც სავარაუდოდ რამდენიმე მარანი იყო განთავსებული.

„10 სექტემბრიდან ხუთ ოქტომბრამდე ვიყავი მე და კიდევ ერთი არქეოლოგი ზარზმის ტერიტორიაზე. აღმოჩენილი ნაგებობა დიდია, აღმოჩენილია ქვევრები და მიწისქვეშა სათავსო“, – გვითხრა არქეოლოგმა რეზო კვირკვაიამ.

მისივე თქმით, ნაგებობის ერთი კედელი კერძო მოსახლის საკუთრებაში დგას, სადაც მუშაობის ნებართვა ამ ეტაპზე არ აქვთ.

„ახლა ვერ გავაგრძელებთ იქ სამუშაოებს, რადგან კედელი შედის კერძო მოსახლის ტერიტორიაზე და უფლება არ გვაქვს. თუ მოგვცემენ ნებართვას მერე კი გავაგრძელებთ“, – ამბობს რეზო კვირკვაია.

გაგრძელდება თუ არა სამუშაოები ამ ეტაპზე უცნობია. ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ პასუხს კვირის ბოლოს გაგვცემენ.

„ვისთანაც უნდა გავარკვიოთ აღნიშნული საკითხი საქართველოში არ იმყოფება, რამდენიმე დღეში ჩამოვა და გიპასუხებთ“, – გვითხრეს ძეგლთა დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ადიგენში, ზარზმის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია–რეაბილიტაცია დროს, ტაძრის მახლობლად, ლოდებით გადახურული ნაგებობა აღმოაჩინეს. ამის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები დროებით შეჩერდა.

ზარზმაში სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „არქიტესტი“ ასრულებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ზარზმაში აღმოჩენილ ნაგებობას არქეოლოგები შეისწავლიან
ზარზმაში აღმოჩენილი ნაგებობა შუა საუკუნეების დარანია
‘ლოდებით გადახურული სივრცე’ – აღმოჩენა ზარზმაში [ფოტო]
ეროვნული სააგენტო: „ახალციხეში აღმოჩენილი შენობა არა საკულტო ნაგებობა, არამედ საყოფაცხოვრებო დანიშნულების იყო“
ახალციხის არქივის ეზოს გათხრისას,  მე–18–მე–19  საუკუნის შენობის კედლები აღმოაჩინეს
‘რაბათში აღმოჩენილი აბანოები არ დაუზიანებიათ’ – მერიის ძეგლთა დაცვის სამსახური
ეროვნული სააგენტო: „ახალციხეში აღმოჩენილი შენობა მეჩეთის ნანგრევია და ზედ ეკლესიაა დაშენებული“