FM97.5 / LIVE

რატომ ვერ სრულდება ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.10.2019
ახალციხეში, კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაცია, ხელშეკრულების მიხედვით, 22 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო. თუმცა როგორც მერიაში განმარტავენ პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა „გაუთვალისწინებელი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა“, რამაც პროექტის დასრულების ვადა გადაწია.

რატომ ვერ სრულდება ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, სამუშაოების შეფერხება საკანალიზაციო სისტემის პრობლემამ გამოიწვია.

„რუსთაველის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე საჭირო გახდა ახალი საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, რომელიც წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა. გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეიცვალა საკანალიზაციო ჭებიც. ასევე, საკმაო დრო დასჭირდა, ასპინძის ქუჩის ჩასახვევთან არსებული კოლექტორებისა და ხიდის მშენებლობის პროცესს. მოსახლეობასთან შეთანხმებით ასევე, გარკვეული დრო მოითხოვა, მათ საცხოვრებელ სახლებთან და კომერციულ ობიექტებთან მისასვლელებისა და მიერთებების მოწყობის სამუშაოებმა. შესაბამისად სახელშეკრულებო შეთანხმებით ვადა გახანგრძლივდება“.

ამ დრისთვის, რუსთაველის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს, დასრულების ზუსტი დრო კი, მერიის თქმით „უახლოესი მომავალია“.

„ამ დროისთვის, რუსთაველი-კეცხოველის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება და უახლოეს ხანში ქალაქის მაცხოვრებლები, როგორც ფეხით სავალ, ასევე სამანქანო გზაზე კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ“, - გვითხრეს მერიაში.

წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო არხის შეკეთების სამუშაოები დაახლოებით ორი კვირის შემდეგ დაიწყეს, მას შემდეგ, რაც ახალციხის მერიამ მათ ამ პრობლემის შესახებ აცნობა. ამ დროისთვის კი ყველა სახის სამუშაო დასრულებულია.

„200 მეტრ გზის მონაკვეთზე მთლიანად განახლდა საკანალიზაციო მილები და გაკეთდა ახალი საკანალიზაციო ჭები. სამუშაოები დაახლოებით ორი კვირის წინ დავასრულეთ“, - განმარტავენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

ახალციხეში, ცენტრალური, რუსთაველისა და კეცხოველის ქუჩების რეაბილიტაცია 20 ივნისს დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცენტრალური ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია. პროექტს, რომლის ღირებულებაც 1 554 321 ლარია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „არალი“ ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიას სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით მიმდინარე წელს 33 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რატომ გაიწელა ახალციხის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია
ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®
დაბა ადიგენში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საბარგოზე საკანალიზაციო ქსელი გააკეთეს, თუმცა ფეკალიები ისევ გზაზე მოედინება
ივანე ახალციხელის ქუჩაზე ჯერ გზას დააგებენ, შემდეგ საკანალიზაციო ქსელს მოაწყობენ
ძლიერმა წვიმამ ახალციხეში საკანალიზაციო სისტემა დააზიანა
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო