FM97.5 / LIVE

ახალციხის მერის მრჩევლის კომპანია ტენდერებს იგებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.10.2019
გელვასი გელაძის თვითმმართველობაში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მისი კომპანიის შემოსავლებმა 4 096 286 ლარი შეადგინა, საიდანაც 1 103 065 ლარი (დაახლოებით 27%) „მშენებელი 2004” - ს ახალციხის მუნიციპალიტეტების შესყიდვებიდან დაერიცხა.

ახალციხის მერის მრჩევლის კომპანია  ტენდერებს იგებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” კვლევა დღეს, 21 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

ინფრასტრუქტურის საკითხებში ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის მრჩევლის გელვასი გელაძის კომპანია „მშენებელი 2004“ ახალციხის მუნიციპალიტეტების ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. 2014 წლიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, რაც გელაძე თვითმმართველობაში თანამდებობაზე დაინიშნა, მისი კომპანიის შემოსავლებმა 4 096 286 ლარი შეადგინა, საიდანაც 1 103 065 ლარი (დაახლოებით 27%) „მშენებელი 2004”-ს ახალციხის მუნიციპალიტეტების შესყიდვებიდან დაერიცხა. ამ თანხის ნახევარზე მეტი - 651 420 ლარი უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით მიიღო. გელვასი გელაძე ერთდროულად იყო, სატენდერო და მიღება-ჩაბარების (დღემდე რჩება) კომისიების წევრიც, მიმდინარე პროექტების ზედამხედველიც და სამუშაოების შემსრულებელიც.

ორგანიზაციის განცხადებით, გელვასი გელაძე ერთდროულად სატენდერო და მიღება-ჩაბარების კომისიების წევრიც იყო, მიმდინარე პროექტების ზედამხედველიც და სამუშაოების შემსრულებელიც. ამ თანხის ნახევარზე მეტი - 651 420 ლარი უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით მიიღო.

„მშენებელი 2004“ ახალციხის (როგორც თვითმმართველი ქალაქის, ასევე გაერთიანებული) მუნიციპალიტეტების ტენდერებში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მისი დირექტორი, გელვასი გელაძე თვითმმართველობაში თანამდებობის პირი გახდა. იგი 2014 წლის ივლისიდან 2017 წლის ოქტომბრამდე ქალაქ ახალციხის მერიაში ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2017 წლის დეკემბრიდან კი, რაც თვითმმართველი ქალაქი გაუქმდა და თვითმმართველ თემთან გაერთიანდა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ იგი ინფრასტრუქტურის საკითხებში მრჩევლად დანიშნა.

ორივე მუნიციპალიტეტში, მისი მოვალეობა იყო და არის ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობა, შესრულებული სამუშაოს შეფასება და ჩაბარება. მეტიც, 2014-2017 წლებში გელვასი გელაძე თვითმმართველ ქალაქში როგორც სატენდერო, ასევე, მიღება-ჩაბარების კომისიების წევრიც იყო. 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე კი ინფრასტრუქტურის საკითხებში მერის მრჩევლის პოზიციასთან ერთად მიღება-ჩაბარების კომისიის წევრობასაც ითავსებს.

სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობიდან გამომდინარე გელვასი გელაძე ზედამხედველობას საკუთარი კომპანიის „მშენებელი 2004“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებსაც უწევს. იგი ამ კომპანიის 20% წილის მფლობელია, ახალციხის მერიაში დანიშვნამდე კი, 10 წლის განმავლობაში მისი დირექტორიც იყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტებში მოგებული ტენდერები

“მშენებელი-2004-ს”, გელვასი გელაძის მერიაში დანიშვნამდე, ოთხ წელიწადში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ხუთი ტენდერი ჰქონდა მოგებული, საიდანაც 253 719 ლარი დაერიცხა. დანიშვნის შემდეგ კი, ექვს წელიწადში, 15 ტენდერი მოიგო და ჯამში ხელშეკრულებები 924 866 ლარზე გაუფორმდა (დანარჩენი 178,199 ლარი კომპანიამ გამარტივებული შესყიდვით მიიღო). 15-დან 10 შემთხვევაში გელაძის კომპანია ერთადერთი პრეტენდენტი იყო, 3 შემთხვევაში კი მის კონკურენტებს დისკვალიფიკაცია მიენიჭათ და ხელშეკრულებები „მშენებელი 2004“-თან გაფორმდა
ახალციხის მერის მრჩევლის კომპანია  ტენდერებს იგებს

იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც გელვასი გელაძეს თანამდებობები ეკავა და უკავია და მისი კომპანია ერთადერთი შემსყიდველია, ტენდერებს მცირე ფასთა კლებით იგებს. მაგალითისთვის, თვითმმართველ ქალაქში მოგებული 10 ტენდერიდან შვიდში ერთადერთი პრეტენდენტი იყო, შვიდიდან ხუთ შემთხვევაში (SPA170012230; SPA170008634; NAT160002022; SPA150016245; SPA150016127) კი ხელშეკრულებები იგივე ფასზე, ან ერთი ლარით ნაკლებზე გაუფორმდა.

საერთო ჯამში, 2014 წლიდან დღემდე „მშენებელი 2004“-მა სულ 46 ტენდერი მოიგო. აქედან სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში (გარდა ახალციხის იმ მუნიციპალიტეტებისა, რომლებშიც თანამდებობები ეკავა) - 22, სხვა საჯარო უწყებებში კი - 9. მოგებული 46 ტენდერიდან 25-ში ერთადერთი პრეტენდენტი იყო, 14-ში კი მის კონკურენტებს დისკვალიფიკაცია მიენიჭათ. “მშენებელი-2004-მა” სატენდერო ხელშეკრულებებით 3 803 335 ლარი მიიღო.

ინტერესთა კონფლიქტი (მხოლოდ ფურცლებზე)

გელვასი გელაძე 2014-2017 წლებში თვითმმართველ ქალაქ ახალციხეში უშუალოდ იყო ჩართული სატენდერო კომისიის იმ სხდომებში, რომლებზეც მისი კომპანიის კონკურენტებისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭების საკითხი იხილებოდა. „მშენებელი 2004”-თან ხელშეკრულების გაფორმებამდე კი აღნიშნავდა, რომ კომპანიაში 20% წილის ფლობის გამო ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა. ინტერესთა კონფლიქტის შესახებ დოკუმენტს ავსებდა იმ შემთხვევებშიც, როცა ტენდერებში მისი კომპანია ერთადერთი პრეტენდენტი იყო და როცა მუნიციპალიტეტი კომპანიასთან მიღება-ჩაბარების აქტებს აფორმებდა.

თუმცა, იგი ახალციხის მერთან ზაზა მელიქიძესთან ერთად ათვალიერებს იმ სამუშაო პროცესებს, რომლებსაც მისი კომპანია ახორციელებს. გარდა ამისა, გელაძე ესწრება ახალციხის მერიაში მელიქიძის მიერ ჩატარებულ თითქმის ყველა შეხვედრას მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც მიმდინარე სამუშოების ვადებს, ხარისხს და სხვა პრობლემურ საკითხებს იხილავენ. მათ შორის, ბუნებრივია, „მშენებელი 2004“-ის პროექტებსაც.

„მშენებელი 2004“-ის გამარტივებული შესყიდვები

2014 წლის ივლისიდან დღემდე, „მშენებელი 2004“-მა 292 951 ლარის ოდენობის 10 გამარტივებული შესყიდვა მიიღო. ამ თანხის დიდი ნაწილი (60%-ზე მეტი) - 178 199 ლარი კი კომპანიას ახალციხის მუნიციპალიტეტებიდან მაშინ დაერიცხა, როცა გელვასი გელაძეს აქ თანამდებობები ეკავა. ამ თანხიდან 108 381 ლარი „მშენებელი 2004“-მა გამარტივებული შესყიდვებით ბოლო წელიწადნახევარში მიიღო, როცა გელაძე ინფრასტრუქტურის საკითხებში მერის მრჩევლად დაინიშნა. ზაზა მელიქიძემ მისი მრჩევლის კომპანიას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სამი გამარტივებული შესყიდვა გაუფორმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს “მშენებელი 2004”-ს მიერ მოგებული თითოეული ტენდერი და დაადგინოს, ხომ არ იყო ისინი შპს-სთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული; ასევე არის თუ არა კორუფციის შესაძლო კონკრეტული ნიშნები ახალციხის მერის მრჩევლის გელვასი გელაძის საქმიანობაში.

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სუს–მა ახალციხის მერის მრჩეველის კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების საქმის შესწავლა დაიწყო
მმართველი პარტიების დამფინანსებელი კომპანიები ტენდერებს იგებენ
დასრულებული და დაწუნებული პროექტები ახალციხეში
‘ხუთსართულიანებში’ მოსახლეობის ნაწილი სტადიონის მშენებლობით უკმაყოფილოა
ახალციხის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურს წელიწადნახევარია ხელმძღვანელი არ ჰყავს
მშენებელი კომპანიის სატვირთო მანქანამ  ორ მოსახლეს  ეზო დაუზიანა
ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო ტენდერები – 'გამჭვირვალობის' კვლევა