FM97.5 / LIVE

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.10.2019
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას.

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის და საცობების პრევენცია/განეიტრალებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება, მრავალსართულიანი ავტოსადგომისა და პოლიციის ახალი ორსართულიანი შენობის მშენებლობა, ბაკურიანის ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები, ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტი და ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი.

ფონდმა მიმდინარე წლის სექტემბერში დაბა ბაკურიანში სამკილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დაასრულა. გზის მშენებლობას კურორტ ბაკურიანის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს პრობლემა მნიშვნელოვნად მოგვარდება.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

25.09.2020 სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21 ფაქტი გამოვლინდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში შემოვლითი გზის სამ კილომეტრზე მშენებლობა დასრულდა
ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა [ფოტო]
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბაკურიანისთვის 10 სამგზავრო ავტობუსი შეიძინა
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო
ბაკურიანში თოვლის გამწმენდ მანქანებს ყიდულობენ
ბაკურიანში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 6 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება