FM97.5 / LIVE

ასპინძასა და ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.10.2019
საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს რეგიონული განვითარების ფონდიდან 5 300 000 ლარი გამოუყო. თანხა იმ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის დაწყებას მოხმარდება, რომელთა სატენდერო დოკუმენტაციაც მზადაა ან დასრულების პროცესშია.

ასპინძასა და ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, წელსვე დაიწყება იუსტიციის სახლების მშენებლობა წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში. ამავე თანხით ექვსი საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება.

„დედოფლისწყაროში, ვანში, ასპინძაში, ჩოხატაურში, ბაღდათსა და ნინოწმინდაში გამოვაცხადებთ საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის ტენდერებს, რასაც ვერ ვაკეთებდით აქამდე, რადგან წელს მშენებლობებისთვის გათვალისწინებული თანხა გვქონდა ათვისებული“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიზანია, რომ საქართველოს ყველა მუნიციპალურ ცენტრში ფუნქციონირებდეს იუსტიციის სახლი ან საზოგადოებრივი ცენტრი.

საქართველოს მასშტაბით უკვე გახსნილია 23 იუსტიციის სახლი და 66 საზოგადოებრივი ცენტრი. მათ შორის სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით შვიდი საზოგადოებრივი ცენტრი და სამი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს:

საზოგადოებრივი ცენტრები:

აწყური - ახალციხის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2018 წლის 9 ივლისიდან;

ვალე - ახალციხის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 25 სექტემბრიდან;

ბარალეთი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 4 ნოემბრიდან;

კუმურდო - ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 14 ნოემბრიდან;

ფოკა - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2013 წლის 1 ივლისიდან;

ბაკურიანი - ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2017 წლის 5 ოქტომბრიდან;

ადიგენი - ადიგენის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2019 წლის 15 იანვრიდან

იუსტიცის სახლები:

ახალციხე – ახალციხის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2012 წლის 9 აგვისტოდან;

ახალქალაქი – ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2018 წლის 18 ოქტომბრიდან;

ბორჯომი – ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 4 ივნისიდან;

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

აწყურში  საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
აწყურში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება
იუსტიციის მინისტრმა ქალაქ ვალეში  მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა
სოფელ კუმურდოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?
ბარალეთში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა