FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.10.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ათ ვაკანტურ პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა. მათგან მომდევნო ეტაპისთვის მხოლოდ 37 განაცხადი შეარჩიეს.

ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში, განცხადებების მიღების ვადა 27 სექტემებრს ამოიწურა.

10 ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადი 102-მა ადამიანმა შეიტანა. მათ შეეძლოთ განაცხადი ერთზე მეტ პოზიციაზე გაეკეთებინათ, შესაბამისად, მერიაში სულ 199 განაცხადი შევიდა.

თვითმმართველობის ინფორმაციით, გადარჩევის შედეგად, მეორე ეტაპზე 29 პირის 37 განაცხადი გადავიდა.

მერია თანამშრომლებს შემდეგ პოზიციებზე შეარჩევს:

- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;
- აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ასისტენტი;
- პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი;
- მეორადი სტრუქტურული ერთეულის - მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი;
- პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების საკითხებში;
- მეორადი სტრუქტურული ერთეულის ურბანული დაგეგმარების განყოფილების ხელმძღვანელი;
- პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
- მეორადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელი;
- სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი;
- პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში;

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი სამ ეტაპს მოიცავს: განცხადებების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

როდის გაიმართება მომდევნო ეტაპი, კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია: „განცხადების შემოტანის დასრულებიდან სამი თვე აქვს კონკურსს ვადა“, - აცხადებენ მერიაში.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 33 მლნ ლარამდე დაიხარჯება

06.07.2020 საქართველოში ყირიმ-კონგოს 11 შემთხვევიდან 6 სამცხე-ჯავახეთშია აღრიცხული

06.07.2020 სპორტდარბაზები და საცურაო აუზები გაიხსნება

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიაში 17 პოზიციის დაკავება 80 კონკურსანტს სურს
ახალციხის მერიაში 17 კონკურსანტის  შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს
ახალციხის თვითმმართველობაში 11 პოზიცია ვაკანტურია
ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მერიამ 63 თანამშრომლის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მერიამ 13 პოზიციაზე თანამშრომლები შეარჩია
ახალციხის მერია 13 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს