FM97.5 / LIVE

გამჭვირვალობა: თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში მუშაობენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.10.2019
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, საჯარო სამსახურში თანამდებობის პირის ოჯახის წევრის დასაქმების შემთხვევები, ნეპოტიზმის მაღალ რისკს შეიცავს. ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა ბორჯომის საკრებულოს "ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე ვარლამ ხვინგია და ბორჯომის მერის ყოფილი მოადგილე ანზორ სვანიძე.

გამჭვირვალობა: თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში მუშაობენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ადგილობრივ ხელისუფლებაში ხშირია თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება მისი ოჯახის წევრის რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ხშირია ადგილობრივი თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა დასაქმება მუნიციპალურ სსიპ-ებსა და აიიპ-ებში.

„ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ისეთ ფაქტებზე, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 350-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა გვხვდება“, – წერია ორგანიზაციის ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშში მოხვდა ბორჯომის საკრებულოს "ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე ვარლამ ხვინგია და ბორჯომის მერის ყოფილი მოადგილე ანზორ სვანიძე.

ვარლამ ხვინგია - 2014 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარეა,
მისი მეუღლე, თამარ თაგვაძე კი 2018 წლიდან ააიპ - ბორჯომის კულტურის და ხელოვნების ცენტრში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია.

ანზორ სვანიძე - 2014-17 წლებში იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე,
მისი მამა, თეიმურაზ სვანიძე 2017 წლიდან ააიპ ბორჯომის სოფლის წყალის საავარიო ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელია.


თანამდებობის პირების დეკლარაციების შესწავლის პროცესში რამდენიმე ყურადსაღები ტენდენცია გამოიკვეთა:

▶არის შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მუშაობენ იმავე უწყებაში, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის დარღვევაა, გარდა კონკურსის წესით დანიშვნის შემთხვევებისა.

▶სასამართლო სისტემაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები საქმდებიან იმავე სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში იმავე რაიონულ სასამართლოში.

▶სადეპუტატო მანდატის მიღების შემდეგ საჯარო სამსახურში ოჯახის წევრების დასაქმების ტენდენცია საქართველოს პარლამენტშიც იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნეპოტიზმი სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებში – TI-ს კვლევა
ნინოწმინდის გამგებელი: „ქორწილში მანქანით ჩემი შვილი იყო“
ბორჯომის გამგებელმა მოადგილეები დანიშნა
TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც  კანონდაღვევაა’
რას მალავენ დეკლარაციებში საჯარო პირები სამცხე-ჯავახეთიდან - კვლევა
რამდენია ბორჯომის საკრებულოს წევრების ანაზღაურება?
მესხეთის თეატრის დირექტორმა იურისტად ძმა დანიშნა