FM97.5 / LIVE

დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.10.2019
ადიგენში, მლაშე–მოხე–დერცელი–კიკიბოს გზის მშენებლობა ხვალიდან, 18 ოქტომბრიდან განახლდება. მოსახლეობა დაახლოებით 19 თვეა დამეწყრილი გზით სარგებლობს.

დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან უკვე მიიღეს ნებართვა, ტყის ფონდიდან ხეების ამორიცხვასთან დაკავშირებით, ეს ის მონაკვეთია, სადაც ახალმა გზამ უნდა გაიაროს.

„გუშინ მივიღეთ შეტყობინება, რომ სამუშაოების განახლება შეგვიძლია. ორშაბათისთვის კი ყველა საჭირო დოკუმენტს მოვამზადებთ“, – გვითხრა შპს „არალის“ დირექტორმა დემეტრე თათეშვილმა.

დერცელსა და კიკიბომდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა შპს „არალმა“ მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და სამ თვეში შეჩერდა. მომდევნო სამი თვის განმავლობაში ადიგენის მერია და შპს „არალი“ ეკონომიკის სამინისტროს და გარემოს ეროვნულ სააგენტოსგან ხეების მოჭრის ნებართვას ელოდებოდა.

ტყის მასივში 350 მეტრიანი გზის გასაყვანად 375 476 ლარი დაიხარჯება.

ადიგენში, დერცელი–კიკიბოს გზაზე, მეწყერი 2018 წლის 26 მარტს ჩამოწვა. დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგებმა სტიქიიდან მალევე შეისწავლეს და გადაწყდა, რომ ალტერნატიული გზის გაყვანა იყო საჭირო.

ადიგენის მერიამ საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა ჩავარდა, საბოლოოდ გზის მშენებლობისთვის გამარჯვებული კომპანია შპს „არალი“ერთწლიანი ლოდინის შემდეგ შეირჩა.

[თორნიკე ზაზაძე, ადიგენი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დერცელი–კიკიბოს დამეწყრილ გზაზე ალტერნატიული გზის  მშენებლობა დაიწყო
დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა შეჩერდა
ხუთი თვის შემდეგ დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის დაპროექტება დაიწყო
დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის პროექტმა კიდევ ათი დღით გადაიწია
დერცელი–კიკიბოს დამეწყრილი გზა გაზაფხულამდე ვერ შეკეთდება
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი არ შედგა
ერთწლიანი ლოდინის შემდეგ დერცელი–კიკიბოს დამეწყრილ  გზას  გააკეთებენ