FM97.5 / LIVE

მესხური ტენილის ფოტო National Geographic-ის კონკურსის გამარჯვებულია

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 17.10.2019
მესხური ტრადიციული ყველის ამოყვანის პროცესში გადაღებულმა ფოტომ, ჟურნალ National Geographic-ის მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა. ფოტოს ავტორი თამარ მირიანაშვილია.

მესხური ტენილის ფოტო National Geographic-ის კონკურსის გამარჯვებულია

ფოტოკონკურსის „მშობლიური გემო“ გამარჯვებული ფოტო სოფელ ჭობარეთშია გადაღებულია. მან პირველი ადგილი მოიპოვა. ფოტო ჟიურმა გამოავლინა, რომელიც National Geographic-ის სათაო ოფისისა და National Geographic საქართველოს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

გამარჯვებულ ფოტოს ავტორს, თამარ მირიანაშვილს ფოტოტექნიკის შესაძენად 990 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. კადრი ჟურნალში National Geographic საქართველო დაიბეჭდება.

ფოტოგრაფია თამარ მირიანაშვილის მეორე პროფესიაა. იგი დამოუკიდებელ ფოტოპროექტებზე მუშაობს: "National Geographic საქართველოს ფოტოკონკურსის იდეა - ქართული ტრადიციული კერძების წარმოჩენა - პირდაპირ უკავშირდებოდა ჩემს ბოლოდროინდელ საქმიანობას. უკვე სამი წელია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვმუშაობ დოკუმენტურ ფოტოსერიებზე, ვიღებ ტრადიციული პურობის სცენებს, კერძების მომზადებას, რაც არა უბრალოდ კერძის მომზადებაა, არამედ დაკავშირებულია უძველეს ტრადიციებთან, რიტუალებთან და ეს ყველაფერო თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ სერიებზე მუშაობამ ბუნებრივად მოიტანა წიგნის იდეაც და ახლა, ვმუშაობ დოკუმენტურ ფოტო-წიგნზე, სამუშაო სახელწოდებით: "ტრადიციებით გაშლილი სუფრა: ქართული პურობის მემკვიდრეობა".

მისივე თქმით, მესხეთმა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოა: "ჩემი ფოტოც სწორედ ამ შთაბეჭდილების ასახვის მცდელობა იყო. რა არის ფოტოზე? ყველაფერი ერთად - ბუნება, ადამიანები, ადამიანების დამოკიდებულება და სიყვარული პურობის ტრადიციებისადმი, ზუსტად ის გადავიღე, რასაც ვხედავდი და ვგრძნობდი", - ამბობს თამარ მირიანაშვილი.

„ყველის ამოყვანა მშვიდი და წყნარი საქმე მეგონა, სანამ მესხური ტენილის ამოყვანის პროცესს არ დავესწარი. აქ წამით არ უნდა მოდუნდე, მუხლჩაუხრელი და დაუდეგარი შრომაა საჭირო. ადუღებული წყლით სავსე ქვაბიდან უჩველო სისწრაფით ამოაქვთ ყველის მსხვილ რგოლები და ორივე ხელზე ატრიალებენ. რგოლები უწყვეტია, დატრიალების შემდეგ, ჰაერში ატკაცუნებენ მთელ ამ მასას და ისევ ქვაბში აბრუნებენ. და ასე უსასრულოდ, ვიდრე ეს ხვეულა იმ უწვრილეს ძაფებად არ იქცევა, რასაც ჩვენ ვიცნობთ, როგორც მესხურ ტენილს. აქ დიდი სიჯიუტე და გამძლეობაა საჭირო. მესხური ყველი მხოლოდ ქალებს ამოჰყავთ“, - წერია ფოტოს აღწერაში.

ფოტოკონკურსის "მშობლიური გემო" გამარჯვებულები ასე გადანაწილდნენ:

I ადგილი - თამარ მირიანაშვილი
ფოტო: მესხური ყველის ამოყვანა

მესხური ტენილის ფოტო National Geographic-ის კონკურსის გამარჯვებულიაავტორი - თამარ მირიანაშვილი და გამარჯვებული ფოტო


II ადგილი - ვახტანგ ჯანჯღავა
ფოტო: ქართული თონის პური

მესხური ტენილის ფოტო National Geographic-ის კონკურსის გამარჯვებულია


III ადგილი - თამაზ დუნდუა
ფოტო: ხინკალი

მესხური ტენილის ფოტო National Geographic-ის კონკურსის გამარჯვებულია

კონკურსი მსოფიო სურსათის დღეს მიეძღვნა, რომელიც 16 ოქტომბერს აღინიშნება. მას ორგანიზება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, EBRD-მ და ჟურნალმა National Geographic-მა გაუწია.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ტრადიციული პროდუქტის შესახებ ფოტოგამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება.

„მსოფლიო სურსათის დღის“ ღონისძიებების ყურადღბის ცენტრში მოექცა ტრადიციული ქართული პროდუქტები, რომლებსაც საერთაშორისო ხარისხისა და ადგილწარმოშობის ეტიკეტი - გეოგრაფიული აღნიშვნა (GI – Geographical Indication) აქვს მინიჭებული.

„მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წელს, იგი მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნა.

ამ დღეს, FAO მთელ მსოფლიოს მოუწოდებს, რომ სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებით, კიდევ უფრო მიუახლოვდეს გაეროს მდგრადი განვითარების მეორე მიზანს – შიმშილის აღმოფხვრას დედამიწაზე და ჯანსაღი საკვების საყოველთაო ხელმისაწვდომობას. ამ გლობალური მიზნის მხარდასაჭერად, FAO ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ENPARD პროგრამასთან და EBRD-თან ერთად, საქართველოში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს სასურსათო სისტემების მიმართულებით, ადგილობრივი ტრადიციებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებით.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

"მსოფლიო სურსათის დღე“  საქართველოშიც აღინიშნა
ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
ყველის ფესტივალის გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან
ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კვირის აქცენტი: რამდენად შესაძლებელია ევროკავშირის ბაზარზე მესხური ყველის გატანა [Video]
სამცხე–ჯავახეთში სასკოლო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს