FM97.5 / LIVE

რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.10.2019
სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა თავშესაფრის პროექტის ერთ-ერთი ავტორი, სამშენებლო ტენდერის საკითხს ეხმაურება. ლაშა გეგეჭკორი აღნიშნავს, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ პროექტში ცვლილებები დამოუკიდებლად შეიტანა, გაზარდა ვოლიერების რაოდენობა, რის გამოც, მისი მშენებლობის ხარჯი გაიზარდა, დონორების მოძიება კი, გართულდა.

რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტისთვის ცხოველთა თავშესაფრის სამშენებლო ტენდერი როდის გამოცხადდება, ჯერ-ჯერობით უცნობია.
მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ „დაფინანსებაზე მიმდინარეობს დონორებთან მოლაპარაკება“.

ინტერმუნიციპალური პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ლაშა გეგეჭკორი სამშენებლო ტენდერის გამოცხადების დროში გაწელილ პროეცსს გარკვეულ მიზეზს უკავშირებს და „სამხრეთის კარიჭეში“ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება.

მისი თქმით, თავშესაფრის პროექტისთვის ტენდერის გამოცხადება იმის გამო გვიანდება, რომ თვითმმართველობამ პროექტში ცვლილებები დამოუკიდებლად შეიტანა და ვოლიერების რაოდენობა გაზარდა. შესაბამისად, თავშესაფრის მშენებლობას გაცილებით მეტი თანხა დასჭირდება, ვიდრე პირვანდელ პროექტში იყო გათვალისწინებული.

„მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შემდეგ გაზარდა თავშესაფარში ვოლიერების რაოდენობა. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ცხადი ხდება, რომ 250 ვოლიერიანი თავშესაფრის მშენებლობა-გათბობა და ა.შ. საკმაოდ ძვირი ჯდება. თანხა ადის ოთხ მილიონ ლარამდე და ამჟამად ამის საშუალება მათ არ აქვთ. სწორედ ამ მიზეზის გამო, ყოვნდება თავშესაფრის სამშენებლო ტენდერის გამოცხადება და ისინი იძულებულნი არიან იმუშაონ დონორის მოძიებაზე. ეს კი, საკმაოდ შრომატევადი და დროში გაწელილი პროცესია. ანუ, პროცესი ყველა ვარიანტში გადადის 2020 წელში“, - განმარტავს ლაშა გეგეჭკორი.

იგი თავშესაფარში ვოლიერების რაოდენობის გაზრდას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ რეგიონის ექვსი მუნციპალიტეტისთვის არ არის აუცილებელი დიდი თავშესაფრის მშენებლობა, რადგან ეს არ იქნება ცხოველთა მუდმივი საცხოვრებელი. ისინი თავშესაფარში ორ-სამ დღეს გაატარებენ, რა დროსაც, მოხდება ცხოველის აცრა ცოფზე (ანტირაბიული დამუშავება) და სტერილიზაცია -კასტრაცია. შემდეგ კი, იგი პირვანდელ საცხოვრებელ არეალს დაუბრუნდება ან გაჩუქდება.

რაც შეეხება დიდი ხნის განმავლობაში ცხოველის თავშესაფარში დატოვებას, ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში მოხდება, თუ იგი ტრავმირებულია, აქვს დაავადება ან გამოირჩევა აგრესიულობის მაღალი დონით. ამ შემთხვევაში იგი თავშესაფარში 10-14 დღით განთავსდება - „თავშესაფარი ორიენტირებული უნდა იყოს ცხოველთა ბრუნვაზე: შემოყვანა-აცრა-სტერილიზაცია/კასტრაცია-საჭდის დამაგრება-პირვანდელ საცხოვრებელ არეალში დაბრუნება. ამიტომ, არ არის აუცილებელი თავშესაფარი იყოს დიდი - მრავალვოლიერიანი. არ უნდა მოხდეს მასში ცხოველთა მუდმივი განთავსება-ამ შემთხვევაში იგი გადაიქცევა ცხოველთა საპყრობილედ, სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ აუვა მათ კვება-შენახვას და ამ შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ მათი მასობრივი დაძინება იქნება!“.

გეგეჭკორი ამბობს, რომ მათ მიერ შედგენილი ინტერმუნიციპალური პროექტი საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება და ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა:

„ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციები, დროში გამოცდილი და შედეგზე გასული. ევროპის ქვეყნებში, ქალაქებში ვეღარ ნახავთ მიუსაფარ ცხოველებს ქუჩებში, ან მათი რაოდენობა პოპულაციის სწორი, ჰუმანური მართვის პირობებში მინიმუმზეა დაყვანილი.

სწორედ ევროპული რეკომენდაციები, მათი უკვე პრაქტიკაში გამოცდილი ჰუმანური მეთოდები გავიზიარეთ და საქართველოს რეგიონების მომართვის შემდეგ, წარვუდგინეთ ვოლიერების მცირე რაოდენობის მქონე თავშესაფრების კონცეპტუალური პროექტები“.

თავშესაფრის პროექტში შეტანილმა ცვლილებებმა გეგეჭკორის პროტესტი აქამდეც გამოიწვია. სწორედ ამ მიზნით, იგი სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულსა და ახალციხის თვითმმართველობის წარმომადგენლებს თებერვალში შეხვდა. მაშინაც გეგეჭკორი აცხადებდა, რომ თავშესაფარში ვოლიერების გაზრდა თვითმმართველობას შესაძლოა ცხოველების მუდმივად გამოკეტვისთვის გამოეყენებინა.

საბოლოოდ, ავტორსა და თვითმმართველობას შორის შეთანხმება შედგა: „მიმდინარე წლის დასაწყისში სწორედ ასეთი „ცვლილებების“ გამო ვიყავი ჩამოსული რეგიონში, საკმაოდ დიდი ხანი ვისაუბრეთ და იმედს ვიტოვებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა“.

გეგეჭკორს მაგალითისთვის მოჰყავს კახეთი და შიდა ქართლი. მისი თქმით, ამ ორ რეგიონში უკვე გამოცხადდა სამშენებლო ტენდერები „კახეთში რვა მუნიციპალიტეტისთვის 100 ვოლიერი გაკეთდება და შიდა ქართლისთვის 150. ამ შემთხვევაში, კახეთის თავშესაფრის ბიუჯეტი 1 777 883 ლარია. სამცხე-ჯავახეთს რად უნდა 250-300 ვოლიერი? რომლისთვისაც თანხა 4 მილიონამდე ადის?“

პროექტის ავტორი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს რეკომენდაციით მიმართავს, ვოლიერების რაოდენობა 40-60 ერთეულამდე შეამციროს.

„როცა თითო ვოლიერის ფართია 3.96 კვ. მეტრია, ამ ზომის ვოლიერში, კინოლოგის შესაბამისი დასკვნის (ცხოველთა ერთად ყოფნის) შემთხვევაში სრულად შესაძლებელია ორი ან მეტი ცხოველის დროებით განთავსება. ამით, მოვიგებთ დროს და რეგიონში დროულად გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი, მალე აშენდება და დაიწყება პრობლემის მოგვარება“.

მისივე განმარტებით, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის გაკეთებას ორი მთავარი მიზეზი აქვს:

- 2015 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის (GARC) ინიციატივით შემუშავდა სტრატეგია, რომლის მიზანიც 2030 წლისთვის ცხოველისგან ადამიანის ცოფით დაინფიცირების შემთხვევების აღმოფხვრაა.

- პოპულაციის მართვის მიზნით, სტერილიზაცია-კასტრაციის მეთოდით მოხდეს მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობის ეტაპობრივი შემცირება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთს ცხოველთა თავშესაფრის პროექტი საჩუქრად გადასცეს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ძაღლების თავშესაფრის პროექტის ავტორს შეხვდება
როდის დაიწყება ახალციხეში ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა
მიუსაფარ ძაღლებს კასტრაცია-სტერილიზაციისთვის ახალციხიდან გორში გადაიყვანენ
ღია წერილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს – თავშესაფრის ნაჩუქარ პროექტს ავტორი უკან იწვევს
ძაღლების თავშესაფრის პროექტს ავტორი უკან აღარ გაითხოვს
ძაღლების თავშესაფრის პროექტის საკითხი პირველ თებერვალს გადაწყდება