FM97.5 / LIVE

ახალციხეში მოსწავლის ბულინგის საქმეზე საია მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

მთავარისიახლე, სამართალი 16.10.2019
ქალაქ ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში მეექვსე კლასელ ბიჭზე, თანაკლასელების და მასწავლებლის მხრიდან შესაძლო ბულინგის საქმეზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. საქმეზე ამ დრომდე არაა ცნობილი ექსპერტიზის პასუხი.

ახალციხეში მოსწავლის ბულინგის საქმეზე საია მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

შესაძლო ბულინგის საქმეზე, გამოძიება მერვე თვეა სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, რეზო რევაზიშვილი ამბობს, რომ საქმე არა ძალადობის, არამედ 144 მუხლის მესამე პრიმათი უნდა გაგრძელდეს, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

„დაახლოებით ორი კვირის წინ პროკურატურას მივწერეთ წერილი და ვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიცირებას. იმიტომ რომ, ჩვენი აზრით ეს არ ყოფილა ფიზიკური შეურაცხყოფა. 144 მუხლის მესამე პრიმათი უნდა გაგრძელდეს გამოძიება. რაც თავისი შინაარსით, ადამიანის მიმართ ისეთი ტიპის მოპყრობას გულისხმობს, რომელიც მის ღირსებას შეურაცხყოფს განსაკუთრებით უხეში ფორმით“, – გვითხრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა რეზო რევაზიშვილმა.

მისი თქმით, საია საქმეში ორი თვის წინ ჩაერთო, და პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა, რათა ბავშვი დაზარალებულად ეცნოთ, თუმცა უარი მიიღეს.

სკოლის მოსწავლეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ფსიქოლოგიური ექსპერტიზა მიმდინარე წლის მარტში ჩაუტარეს, თუმცა ამ დრომდე ოჯახს პასუხი არ მიუღია.

საქართველოს პროკურატურაში გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

„საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ამ ეტაპზე არ არის სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნის მიღებისას და მტკიცებულებების შეფასების შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – გვითხრეს პროკურატურაში.

ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია და დედა, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. მათი თქმით, ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მოზარდმა სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. 11 წლის ბიჭზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.02.2020 აბულის ციხეს იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში შესატანად წარადგენენ

14.02.2020 ნინოწმინდის სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმინდეს

14.02.2020 JNEWS.ge უკვე ქართულ ენაზე

14.02.2020 დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხელი მოსწავლე ბულინგის საქმეში დაზარალებულად ცნეს
შსს–მ 11 წლის ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობაზე ძიება დაიწყო
11 წლის ბიჭის შესაძლო ბულინგის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა
11 წლის ბიჭის საქმე – მასწავლებელი ბებიას ცილისწამებისთვის პოლიციაში უჩივის
დედამ 11 წლის ბიჭის დიაგნოზი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სკოლასა შსს–ს წარუდგინა
11 წლის ბიჭის საქმეზე მშობლებმა დამრიგებელს კლასი დაატოვებინეს