FM97.5 / LIVE

ახალციხეში კეცხოველის ქუჩა გადაკეტილია

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.10.2019
ახალციხეში, ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციის გამო, კეცხოველის ქუჩა გადაიკეტა. როდის აღდგება აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა უცნობია.

ახალციხეში კეცხოველის ქუჩა გადაკეტილია

ახალციხეში ცენტრალური პარკის მიმდებარედ, კეცხოველის ქუჩა მეორე დღეა გადაკეტილია, აქ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიაში ამბობენ, რომ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუმცა ზუსტად რამდენ დღეში, ეს უცნობია.

მძღოლებს გადაადგილება კეცხოველის ნაცვლად, პაატა ნათენაძის ქუჩით შეუძლიათ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზეც, თუმცა აქ მოძრაობა შეზღუდული არ არის.

რუსთაველის ქუჩაზე სამუშაოებს შპს „არალი“ აწარმოებს, ასფალტი 930 მეტრზე უნდა დაიგოს. სამუშაოები ხელშეკრულების თანახმად 2019 წლის 22 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სულ 1 554 321 ლარი დაიხარჯება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გამოცდების გამო ახალციხეში ორი ქუჩა გადაიკეტა [Photo]
სამი ღამეა რუსთაველის ქუჩა ჩაბნელებულია
რატომ გაიწელა ახალციხის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია
ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®
ახალციხეში ექვს საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
რატომ ვერ სრულდება ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში
წყლის მილის დაზიანების გამო ახალციხეში, მანველიშვილის ქუჩა გადაკეტილია