FM97.5 / LIVE

ლიტერატურული პრემია 'საბას' 2019 წლის ფინალისტები ცნობილია ®

მთავარისიახლე, რეკლამა 16.10.2019
ლიტერატურული პრემია „საბას“ წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია პირველ ექვს ნომინაციაში.

ლიტერატურული პრემია 'საბას' 2019 წლის ფინალისტები ცნობილია ®

წლის საუკეთესო რომანი

1. აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
2. ზურაბ ქარუმიძე, „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
3. ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
1. ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
2. ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
3. ნატო დავითაშვილი, „დაბრუნება - ადამიანები და სხვები“ (ქარჩხაძის გამომცემლობა)
4. გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ (გამომცემლობა
„ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

1. ბექა ახალაია, „მტრედების იონა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
2. ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)
3. ეთერ თათარაიძე, „ორი, სამი, ოთხი“ (გამომცემლობა „მერიდიანი“)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
1. ირაკლი მახარაძე, „კანვოი - რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები“ (ბაკურ
სულაკაურის გამომცემლობა)
2. ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ (გამომცემლობა „ინდიგო“)
3. დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
4. სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „sHEROes“ (წიგნები ბათუმში)
5. ლანა ღოღობერიძე, „გამოსვლები, ინტერვიუები, წერილები“ (საქართველოს კულტურის
პალატა)
6. სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“ („გაზეთი ბათუმელები“)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

1. ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“ (ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობა)
2. ნეფერტარი (ნინო ჭიპაშვილი), „ბედუინი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
3. თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ (ბაკურ
სულაკაურის გამომცემლობა)
4. დავით გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
5. ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პიესა

1. მიხო მოსულიშვილი, „ობობა“ (saba.com.ge)

2. ბასა ჯანიკაშვილი, „სულები და თანამოაზრეები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
3. ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“ (წიგნები ბათუმში)

2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური სულ 8 ნომინაციაში ავლენს:

1. საუკეთესო რომანი
2. საუკეთესო პოეტური კრებული
3. საუკეთესო პროზაული კრებული
4. საუკეთესო პიესა
5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
6. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
7. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
8. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

„უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები
მოგვიანებით, ოქტომბრის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის
განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული,
ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. წელს „საბა“ არ
გაიცემა ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ვინაიდან ჟიურიმ ვერ
გამოავლინა ფინალისტები.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს
დააფუძნეს. მეჩვიდმეტე კონკურსი საინტერესო სიახლეებით დაიწყო. წელს „საბას“
საპრიზო ფონდი გაიზარდა, გამარჯვებული ავტორები 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს
მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული
წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პრემია ‘საბას’ გამარჯვებულები ცნობილია ®
საბა 2020 დაიწყო ®
'საბას' მონაწილეთა სია ცნობილია ®

ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ვინაობა ცნობილია
ახალციხეში წიგნების გამოფენა-გაყიდვა იმართება
ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა