FM97.5 / LIVE

როგორია დაქორწინების და განქორწინების სტატისტიკა სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.10.2019
სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით 2018 წელს 921 წყვილმა იქორწინა, ხოლო 233 განქორწინების ფაქტია რეგისტრირებული. მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

როგორია დაქორწინების და განქორწინების სტატისტიკა სამცხე–ჯავახეთში

ერთი წლის განმავლობაში ადიგენის მუნიციპალიტეტში 115 ქორწინება დარეგისტრირდა( 9 -ქალაქში, 106 – სოფელში);

ასპინძაში 68 ქორწინებაა რეგისტრირებული (18 – ქალაქში, 50 – სოფელში);
ახალქალაქში 238 ოჯახი შეიქმნა (40 – ქალაქში, 198 – სოფელში);
ახალციხეში 223 ქორწინება დარეგისტრირდა (124 – ქალაქში, 99 - სოფელში);
ბორჯომში 166 წყვილი დაქორწინდა (95 – ქალაქში, 71 – სოფელში);
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 111 ქორწინება დარეგისტრირდა (21 – ქალაქში, 90 სოფელში);

2017 წელთან შედარებით 2018 წელს დაქორწინებულთა რაოდენობამ 72–ით იკლო.

რაც შეეხება განქორწინების ფაქტებს სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით 2018 წელს 233 წყვილი განქორწინდა, 2017 წელთან შედარებით მაჩვენებელი 16–ითაა გაიზრდილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტში 30 ოჯახი განქორწინდა, ასპინძაში – 18, ახალქალაქში - 33, ახალციხეში - 65, ბორჯომში - 72, ხოლო ნინოწმინდაში -15.
განქორწინებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებეი 30-34 ასაკობრივ შულედშია. ყველაზე მეტი განქორწინების ფაქტი 5-9 წლის თანაცხოვრების შემდეგაა დაფიქსირებული.

მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

2016 წელს სამცხე–ჯავახეთში 1071 ქორწინების და 202 განქორწინების შემთხვევა დარეგისტრირდა
საქსტატი: განქორწინების რიცხვი ყველაზე მაღალი 1 წლამდე ხანგრძლივობის  ქორწინებაშია
21%–სთვის მის ქალაქში/სოფელში მდგომარეობა გაუმჯობესდა – NDI
სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობა 47 ათასით შემცირდა [ინფოგრაფიკა]
დაბადება-გარდაცვალების სტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში [ინფოგრაფიკა]
გასულ წელს საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ეწვია
გამოკითხვა: ახალციხელები ადრეული ქორწინების შესახებ [Video]