FM97.5 / LIVE

შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.10.2019
ბორჯომის თორმა რეგიონულ ლიგაში ბოლო ორი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. მთავარი მიზანი კი სეზონის ბოლომდე ექვსეულში დარჩენაა, რაც მომავალ სეზონზე კლუბს რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას შეუნარჩუნებს.

შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას

ბოლო ორი თამაში თორს „მარკ სტარსთან“ და „დომინანტთან“ ჰქონდა. „მარკ სტარსთან“ ტექნიკური მოგების ხარჯზე (გუნდი დისკვალიფიცირებულია რეგიონული ლიგიდან) სამი ქულა მოიპოვა და ოფიციალურად სამი გოლი ჩაეთვალა, ხოლო საფეხბურთო კლუბ „დომინანტს“ სტუმრად ერთბურთიანი სხვაობით, 3-2 მოუგო. რის შედეგადაც სატურნირო ცხრილში ორი ადგილით დაწინაურდა.

კლუბის სამომავლო გეგმებისა და მიმდინარე გამოწვევების შესახებ „თორის“ მეკარე, ლექსო ოქრომელიძე გვესაუბრა. მისი თქმით, ბოლოდროინდელი მარცხის შემდეგ, კლუბმა ძალები აღიდგინა, რაც ბოლო ორ მატჩზეც დადებითად აისახა.

„ახლა გუნდის მთავარი მიზანი მომავალ სეზონზე რეგიონულ ლიგაში ასპარეზობის უფლებაა, რასაც დიდი იმედი მაქვს რომ მივაღწევთ. ამ ეტაპზე გვინდა რომ რაც შეიძლება წინ წავიწიოთ სატურნირო ცხრილში. საკმაოდ კარგად ვართ განწყობილი და იმედია ეს მუხტი სეზონის ბოლომდე მიგვყება“ - ამბობს ლექსო.

11 ტურის შემდეგ „თორი“ ხუთი მოგებით, ოთხი წაგებითა და ორი ფრედ დარსულებული მატჩის შემდეგ 19 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.

შემდეგი თამაში თორს ადგილობრივ კლუბ მესხეთთან აქვს, რომელიც რეგიონული ლიგის მეშვიდე ადგილს იკავებს 13 ქულით.

[რობი ზარიძე, ბორჯომი]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.01.2020 მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

22.01.2020 წულუკიანის მიერ ციხის კადრების გასაჯაროების გამო, ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა

22.01.2020 ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახს სახლს გადასცემენ

22.01.2020 ‘ქოჩარი’ - უძველესი ცეკვა ყველასთვის [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ხუთი მოგება ზედიზედ - ‘თორმა’ ძალები აღიდგინა
აქვს თუ არა ‘ბორჯომს’ ზედა ლიგაში ასვლის შანსი
სამი მარცხი ზედიზედ - დარჩება თუ არა ბორჯომი მესამე ლიგაში
მომვალ სეზონზე ‘ბორჯომი’ მესამე ლიგაში ვეღარ ითამაშებს
‘კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს’ – ‘ბორჯომს’ მესამე ლიგიდან გავარდნა ემუქრება
გადამწყვეტი მატჩი - დარჩება თუ არა ‘ბორჯომი’ მესამე ლიგაში
ბორჯომის ‘თორმა’ 5 მატჩიდან ვერცერთი მოიგო