FM97.5 / LIVE

12 წლამდე ბავშვების ავტომანქანით გადაყვანაზე დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი განიხილავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.10.2019
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება, რომელიც 12 წლამდე ბავშვების ავტომანქანით გადაყვანაზე რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

12 წლამდე ბავშვების ავტომანქანით გადაყვანაზე დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი განიხილავს
კანონპროექტის მიხედვით, მძღოლი ვალდებული იქნება 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანის დროს, უზრუნველყოს სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძელის, ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლესა და წონას.

კანონპროექტის ავტორები საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები არიან, პარლამენტში კი ცვლილებების ინიცირებას დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე ახდენენ.

ცვლილებების ავტორი ორგანიზაციების შეფასებით, დღევანდელი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ბავშების დაცვას საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს, რის გამოც ბავშვების ავტომანქანით გადაყვანაზე რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია.

„ბავშვებს სჭირდებათ დამატებითი დაცვა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, რასაც საბავშვო სამგზავრო სავარძელი უზრუნველყოფს.

2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 16 წლამდე დაშავდა 1012 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 21. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს 12 წლამდე ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენება, რაც 70%-მდე ზრდის ბავშვის გადარჩენის შანსს“, - მიიჩნევენ კანონპროექტის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და სუფთა ტრანსპორტისთვის (EASST)“, „ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი“, „იარე ფეხით“, ფონდი "ელი", „ურბანული ლაბორატორია“, “ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”, „ჰაბ ჯორჯია“, ასევე ავტომრბოლელი და ექსპერტი მევლუდ მელაძე.

[sknews.ge]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

პირი, რომელიც ავტომანქანით ქალს დაეჯახა დაჯარიმდა
კონკურსი სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე
შსს-ს ინფორმაციით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 581 ადამიანი ემსხვერპლა
შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს
‘გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!’ – საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული
პარლამენტი 'საგზაო მოძრაობის შესახებ' კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვებს უბრუნდება
მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება