FM97.5 / LIVE

2020 წელს საგზაო პროექტებისთვის მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 14.10.2019
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მომავალ წელს ქვეყნის მასშტაბით, საგზაო პროექტებს 1 მილიარდ 315 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

2020 წელს საგზაო პროექტებისთვის მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება
დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მაგისტრალურ გზებთან ერთად მნიშვნელოვანი თანხა დაიხარჯება რეგიონულ და მთის გზის პროექტებზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ხობში, ნინოწმინდაში, ლაგოდეხსა და სხვა მუნიციპალიტეტებში გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ჯამური ღირებულებით 150 მილიონი ლარი.

მომავალ წელს, სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება რიკოთის საუღელტეხილო გზის ოთხივე ლოტზე და დაიწყება ქვეშეთი-კობის მასშტაბური პროექტი, სადაც ხელშეკრულება ორივე ლოტზე უკვე გაფორმებულია.

2020 წლის ივლისში დასრულდება ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა, ასევე სამტრედია-გრიგოლეთის მე-2, 18 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო მოძრაობა გაიხსნება 14-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მონაკვეთის შემოვლის საშუალებას მოგვცემს.

მომავალ წელს იგეგმება ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 200 მილიონი ლარის ღირებულების მაგისტრალური, 41 კმ-იანი ახალი 2 ზოლის მშენებლობა, რაც ამ მიმართულებით ორმხრივ უასაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს და ამასთანავე მოძრაობას განტვირთავს ქალაქ ქუთასში.

ჩქაროსნული მაგისტრალების გარდა, 2020 წელს, საერთო ჯამში დაგეგმილია 600 კმ-მდე შიდა გზების რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება.

დეპარტამენტში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 1 302 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 3.5-ჯერ აღემატება 2012 წლის ბიუჯეტს, ხოლო 8 %-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან მიმართებაში.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა ახალი პროექტით
ბაღდათი–აბასთუმნის გზის 60 კმ–იანი მონაკვეთის პროექტირება მიმდინარეობს
მაია ცქიტიშვილი: ‘ხულო–ზარზმის გზის მშენებლობა 2020  წელს დასრულდება’
გოდერძის გზის მშენებლობა დაიწყო
რაში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი ბორჯომში
ბაკურიანში შემოვლითი გზის სამ კილომეტრზე მშენებლობა დასრულდა
სამცხე–ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გიორგი ამაშუკელი გაეცნო