FM97.5 / LIVE

მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

მთავარისიახლე, განათლება 14.10.2019
ბაკალავრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებისთვის, რომლებსაც მასწავლებლობის სურვილი აქვთ, სპეციალური პროგრამა ხორციელდება. მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო.

მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო
მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროგრამაში „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ჩასართავად რეგისტრაცია 11 ოქტომბერს დაიწყო.

ეს პროგრამა 2019 წელს პროფესიაში შესვლის 2 000-მდე მსურველს უფასოდ მოამზადებს.

სასწავლო კურსები ჩატარდება მუნიციპალურ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლებში, კვირაში სამჯერ: პარასკევს, შაბათსა და კვირას.
ამასთან ერთად, პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.

მასწავლებლები მომზადდებიან:

-ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიების
-ბიოლოგია და ქიმიის
-სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/მუსიკა
-ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლების
-დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) მიმართულებით.
-მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

თითოეული კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მენტორობით გაივლიან.
„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ ჩარიცხვისთვის, მსურველი უნდა დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე - tpdc.ge საიტზე და ჩააბაროს ტესტი, რომელიც მის საბაზისო ცოდნას შეამოწმებს. ამის შემდეგ იგი კურსის მსმენელი გახდება.

ტესტის გავლის ვალდებულებისგან თავისუფალია ის აპლიკანტი, რომელმაც კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე გადალახა 40%-იანი ზღვარი.

პროგრამის მონაწილეები წინასწარ გაეცნობიან შესაძლო ვაკანტურ ადგილებს, იმ სკოლებში, სადაც მასწავლებლების დეფიციტია.
„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები სკოლებში მაძიებლად შევლენ. პარალელურად გადამზადდებიან დისტანციური სწავლების კურსით და კომპეტენციის დადასტურების შემდგომ უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'მასწავლებლის ეროვნული სკოლა' ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს
რას გულისხმობს ახალი ტიპის მასწავლებლების მომზადების პროგრამა
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება
როგორ უნდა დასაქმდნენ  'მასწავლებლის ეროვნული სკოლის მონაწილეები'
მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო